საგარეო ურთიერთობათა, ვროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა
Monday, 18 February 2013 18:55

ertobliviსაქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა დღესერთობლივ სხდომაზე განიხილეს ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნატალია საბანიძისკანდიდატურა, ხოლო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად- კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა.
როგორც კანდიდატებმა საკუთარ გეგმებზე საუბრისას აღნიშნეს, მათი პრიორიტეტები ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე თბილისთან მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.კომიტეტებმა მათ კანდიდატურებს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კომიტეტების სხდომაზე გახდა ცნობილი, რომსაპარლამენტოუმცირესობამის მიერ საგარეოპოლიტიკურიკურსისუცვლელობასთანდაკავშირებითშემუშავებულკანონპროექტსუკანგაიწვევს.მიუხედავად ამისა, უმცირესობის წევრებმა კომიტეტებს ინიციატივაზე დასკვნის გაკეთებამოსთხოვეს. უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით,  კანონპროექტში მთელი რიგი დებულებები მათთვის მიუღებელია. მათიმოსაზრებით, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ სვლა დსთ-ში გაწევრიანებას თავისთავად გამორიცხავს. შესაბამისად, ზედმეტია ჩანაწერის გაკეთება, რომ საქართველოს დსთ-ში არ უნდა გაწევრიანდეს.  ბარამიძის აზრით,აღნიშნული პროექტის შესახებ, პრინციპების დონეზე, უარყოფითი დასკვნის მიღება, არასწორი იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, საქართველო განუხრელად გააგრძელებს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური თანამშროლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. გარდა ამისა,  უცვლელი რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკა. კანონპროექტის მიზანია - „კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კურსის უცვლელობა კანონის ძალით დადასტურდეს“. კანონპროექტით იკრძალება რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა. უმცირესობის მოსაზრებით,  ასევეუნდა აიკრძალოს საქართველოში იმ ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგება, რომელსაც ქვეყნის ნებისმიერი ტეირტორია ოკუპირებული აქვს. კანონპროექტით, საქართველო ინარჩუნებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ისწრაფვის დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად.
ამავე კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ არასდროს უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ცვინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამავდროულად, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

 

 

 

Last Updated on Monday, 18 February 2013 18:58
 
modules