| სხდომის ოქმი #10 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #10 2013 წლის 8 თებერვალი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, დ. ლორთქიფანიძე, გ. ქავთარაძე, რ. შავლოხაშვილი, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. ლემონჯავა, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი, ნ. ჯანაშია. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: დ. გილიგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შ. ამირეჯიბი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, მ. ბითაძე - საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. დღის წესრიგი (მომხსენებელი: გ. აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). (მომხსენებელი: შ. ამირეჯიბი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე). სხდომის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა, კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“-ს კვოტით აგრარულ საკითხთა კომიტეტში ვაჟა ჩიტაშვილის წარდგინების შესახებ. სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I.მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2013 წლის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის გეგმის თაობაზე. მან დეტალურად ისაუბრა განსახილველ საკანონმდებლო საკითხებზე ვადების მითითებით, ასევე, იმ ინფორმაციებზე, რომლის მოსმენაც იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, თუმცა აღნიშნული სამინისტროსგან იყო თხოვნა ვადების გადაწევასთან დაკავშირებით საზედამხედველო საქმიანობის გეგმის ნაწილში. ეს არ ეხება მე-6 პუნქტს, რომელიც შემაჯამებელია და წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, თავმჯდომარემ შესთავაზა კომიტეტის წევრებს, უფრო მოქნილი გრაფიკის მიღებისთვის, ვადები გაიწეროს: მაგალითად, მაისის ნაცვლად მაისი-ივნისი და ა.შ. ჩანიშნული პერიოდისათვის სამინისტროს მზაობისა და მდგომარეობის მიხედვით, ან თვის ბოლოს, ან მომდევნო თვის დასაწყისში, ჩატარდეს მოსმენები. /აღნიშნული გეგმა ოქმს თან ერთვის/. გადაწყვიტეს: კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2013 წლის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის გეგმას. II.მოისმინეს: შ. ამირეჯიბის ინფორმაცია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია: საქართველოს მთავრობაში განსახორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, რომლის შესაბამისად რეორგანიზებულ იქნება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ენერგეტიკის სამინისტროდ. ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვლება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვლება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამავე კანონპროექტის შესაბამისად, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას ევალება ,,საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების გამოცემა. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის თანმდევი პროექტების მიღების მიზანია ასახულ იქნეს ის ცვლილებები, რომლებიც გათვალისწინებულია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად განხორციელდეს საკნონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია. მომხსენებლის განმარტებით, მათ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები მიწის საკითხებს არ მოიცავს, რადგან სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს კომპეტენციების ზუსტი გამიჯვნა. /აღნიშნული პროექტები ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: ერთი კითხვა მაქვს კიდევ. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 36-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სარგებლობის უფლებით გაიცემა სასოფლო-სამეურნეო მიზნით არა უმეტეს 10 წლის, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით – არა უმეტეს 49 წლის ვადით. კანონპროექტიდან ამოღებულია სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სარგებლობის უფლებით გაცემა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით, ხოლო განმარტებით ბარათში არ არის ასახული ამ დებულების ამოღების მიზანი. რაც შეეხება მე-2 შენიშვნას, როგორც ჩანს ტექნიკური შეცდომაა, მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები და გავითვალისწინებთ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტებს და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. /წარმოდგენილ საკითხზე კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






