სხდომის ოქმი #10

 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის

                                                                            ოქმი #1
0

  სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად/

                                                                                                                                                                                                              17 იანვარი 2013წ. ქ. ქუთაისი 1400 საათი    

                                                                                                                                                                                                               / საკომიტეტო მოსმენის დარბაზი #5/

 

სხდომის თავმჯდომარე:                                              ერეკლე ტრიპოლსკი

                                                                                    (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                        

სხდომის მდივანი:                                                     ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

 და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი (თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ალი მამედოვის ადგილმონაცვლე  თამაზ ყაჭეიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), გია თევდორაძე (თავმჯდომარის მოადგილე), რუსლან პოღოსიანის ადგილმონაცვლე გია გაჩეჩილაძე, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ზვიად ძიძიგიური, გურამ მისაბიშვილი, სერგო ხაბულიანი, დავით ბეჟუაშვილის ადგილმონაცვლე მიხეილ მაჭავარიანი, ირმა ნადირაშვილი;

 სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრი: გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე;

მოწვეული  სტუმრები:   თინათინ ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი; ირაკლი აბესაძე - ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი;

აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, ხათუნა ხვიჩია, რაფიელ გელანტია, რამაზ ხიზანიშვილი, ნინო ქავთარაძე, ბელა ქველაძე;

 

ერთობლივი კომიტეტის სხდომას  აგრეთვე ესწრებოდნენ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები, აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივ სხდომას თავმჯდომარეობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, მან კომიტეტების წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი.

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით მოისმინეს:

კანონპროექტის  ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა პირველი მოსმენით წარმოადგინა   საქართველოს კანონის პროექტები: ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ და ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე;

როგორც ინიციატორმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს  საქართველოს კანონით ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ დადგენილი საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბება და ადგილობრივი მოსაკრებლების სფეროს სრული რეგლამენტაცია. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან მოსახლეობის ხარჯზე, უკანონოდ რაიმე ტიპის გადასახადის ამოღება. აგრეთვე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მარეგულირებელი ნორმების ერთიან სისტემაში მოქცევა, რათა გამოირიცხოს იმ ტიპის მანიპულაცია, რაც თბილისის საკრებულოს მიერ წინა წლებში განხორციელდა მოსაკრებლის მომსახურების საფასურის ტრანფორმაციისა და თბილისელებისათვის დამატებითი ფინანსური ტვირთის დაწესებით.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს მიერ დასუფთავების გადასახადის წესთან დაკავშირებით განხორციელებულმა მანიპულაციამ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ცვლილება ეხება არა ადმინისტრირების, არამედ ტარიფის გაანგარიშების ნაწილს.

წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში შეტანილია შემდეგი ცვლილება-დამატებები:

441 მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

3. ,,დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს“, ამავე მუხლს ემატება 41 ნაწილი, რომლის მიხედვითაც:

4მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის - 25 ლარს ერთ კუბურ მეტრს ნარჩენებზე. 

აზრი გამოთქვეს:

პარლამენტის წევრმა ზურა მელიქიშვილმა შეკითხვით მიმართა მომხსენებელს : გაქვთ თუ არა ინფორმაცია თითოეულ თვითმმართველობის მიხედვით,  დღემდე მოქმედი ნორმებით რა ჯდება დასუფთავების მომსახურეობა და ბიუჯეტებიდან რა დახმარების გაწევა ხდება სუბსირიდირების სახით ყველა მუნიციპალიტეტში. იმ მოდელის მიხედვით, რასაც განვიხილავთ თუ გაქვთ გაანგარიშება, რომელი მოდელი რა ჯდება და რა უნდა ავიღოთ პრინციპად, რომელი მოდელი უნდა ავირჩიოთ და თუ არის ბიუჯეტი ამისთვის მზად, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ დასუფთავება ეს არ არის იაფი მომსახურეობა, განსაკუთრებით დიდი ქალაქებისათვის.

 

თინა ხიდაშელი: ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით მონაცემები არ გვაქვს, ვინაიდან

სამწუხაროთ ჯერ კიდევ შეუძლებელია საქართველოში, ამ ინფორმაცის მიღება. არის

მუნიცილაიტეტები, რომელიც იძლევიან ინფორმაციას, მაგრამ  ჯერ კიდევ არიან

ისეთებიც, რომლებიც იმავე მდგომარეობაში დარჩნენ, როგორც იყვნენ 1

ოქტომბრამდე, მათ შორის არის თბილისი. თუმცა ეხლა მე მაქვს თბილისის

მონაცემები, რომლის მიხედვითაც 21 მლნ ლარით შეუმცირდა ბიუჯეტიდან

მომსახურეობა დასუფთავების სამსახურს. რაც შეეხება ადმინისტრირებას იგი არის 

მთლიანად მუნიციპალიტეტის კომპეტენცია და შესაბამისად ადგენს იმ

ადმინისტრირების წესს, რომელსაც უკეთესად თვლის ამოღების უზრუნველსაყოფად.

წარმოდგენილ პროექტში  საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ თვითონ ტარიფი არ

შეიძლება მივაბათ ისეთ რამეს  რასთანაც არანაირი კავშირი არა აქვს ერთ ნაწილში,

ხოლო მეორე ნაწილში საუბარია იმაზე, რომ ჩავკეტოთ თვითნებური მანიპულაციის

შესაძლებლობები, რათა ტარიფი დაწესდს სამართლიანად.

 

აზრი გამოთქვა:მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენაა და შესაბამისად პრინციპებზე ვმსჯელობთ შესაბამისად მიმაჩნია, რომ პროექტის მიზანი არის პირველ რიგში მოსახლეობამ (ამ შემთხვევაში საუბარია თბილისის მოსახლეობაზე) მიიღოს შეღავათი და გადაიხადოს ნაკლები თანხა დასუფთავებაზე, ვიდრე ის იხდიდა აქამდე. თავისთავად შინაარსობრივად ამას ერქმება საფასური, თუ ამას ერქმება მოსაკრებელი ეს მოქალაქეებისათვის არსებითად მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია რეალურად მოსახლეობა იღებდეს კარგ მომსახურეობას და იხდიდეს იმ მომსახურეობის ადეკვატურ გადასახადს. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის დარღვევითაა რომელიც არ შეიცავს აღნიშნული საკითხის  ფინანსურ დასაბუთებას და  ჩაწერილია მხოლოდ ერთადერთი წინადადება, რომ „თბილისის ბიუჯეტზე ეს მოახდენს გავლენას“  შემცირების თუ გაზრდის კუთხით, ეს არც თბილისის ბიუჯეტზეა ნათქვამი და არც მოსახლეობის თვალსაზრისითაა განსაზღვრული. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ  კომიტეტის წევრებს წარუდგინა ციფრობრივი მონაცემები დასუფთავების ტარიფის კვ.სთ-ით და სულადობრივი დარიცხვის ანალიზი თბილისის  მაგალითზე.  (დეკემბრის თვის განსხვავებული ტარიფით, რომელიც ოქმს თან ერთვის)

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ,,მოსაკრებლის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონოს შესაბამისად, მოსაკრებელი უნდა ფარავდეს იმ მომსახურების ხარჯებს, რა მომსახურების გასაწევადაც არის შემოღებული, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცით მომსახურების ხარჯები რამდენია, მაშინ რა პრინციპით ვადგენთ მოსაკრებლის ოდენობას გაურკვეველია. სხვა შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგობაში მოვდივართ მოსაკრებლის არსთან. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სხვა კუთხით წავალთ, მაშინ უნდა მოხდეს სუბსიდირება იგივე ცენტრალური ბიუჯეტიდან, ვინაიდან ,,თვითმმართველობის ორგანული კანონი“ ითვალისწინებს, რომ თუ სახელმწიფო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც თვითმმართველობის ორგანოს ხარჯებს ზრდის, ის რათქმა უნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს ამიტომ ამ თვალსაზრისით შეიძლება საჭირო გახდეს ფინანსთა სამინისტროს ჩართვაც.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ ჩჳენი მიდგომა არის უარყოფითი, ვინაიდან 75-80%-ს ჩვენ მოსახლეობას რეალურად გადასახდს ყოველთვიურად გაუზრდის და არ შეუმცირებს.

 

დ. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს სულადობრივ პრინციპს,  კერძოდ შემოსაზღვრულს 4 სულით. 

გია თევდორაძემ აღნიშნა, რომ  თუ ჩვენ  სულადობრივი პრინციპით წავალთ და პირობითად, ქ. ქუთაისის საკრებულოს ავიღებთ, მას  ექნება უფლება, რომ 50 თეთრიდან 1 ლარი ან 1,5 ლარი გახადოს დასუფთავების გადასახადი, ანუ  გადასახადი გაზარდოს 100-150 %-ით, იმ მოტივითა და საფუძვლით, რომ  სულადობრივი შეზღუდვა ექნება. (ცნობისათვის, წინა წელს ქ. ქუთაისში ამოღება იყო მილიონ ასიათასი ლარი-(83 %) და მილიონ ცხრასი ათასი ლარი იყო დოტაცია, რომლითაც ქალაქი მეტ-ნალკლებად იყო დასუფთავებული), ხომ არ გამოვა ისე, რომ ფაქტიურად ამ კანონპროექტით დედაქალაქის გარდა, რეგიონებში  მოსახლეობას დასუფთავების გადასახადი ბევრად გაუძვირდება. ამას ვამბობ სპონტანურად, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე,   ჩემი აზრით, საჭიროა სკულპიოზური ფისკალური გათვლა.

გია ჟოჟოლიანმა აღნიშნა, რომ:  საჭიროა  შევინაჩუნოთ სამართლიანობა  და რეალურად ვეძებოთ ის ზომები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაბალი შემოსავლიანი ოჯახების სოციალური სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვომობას.

 

უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ასეთი სახის ინიციატივა, რომელიც კონკრეტულ ციფრებთან არის დაკავშირებული კარგი იქნებოდა  წარმოდგენილი ყოფილიყო შესაბამისი გაანგარიშებით და გათვლებით,  რაც შეეხება  შენიშვნა მაქვს განმარტებით ბარათთან დაკავშირებით, იგივე რაც ბატონ აბესაძეს სადაც  წერია, რომ: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, როცა  ეს გადასახადი საბოლოო ჯამში ან ბიუჯეტმა უნდა დაფაროს ან მოსახლეობამ, უნდა გადაიხადოს; ასევე განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს დაფინანსების წყაროზე, დაფინანსების წყარო ამ შემთხვევაში  ასევე მოსახლეობაა. აქედან გამომდინარე რამდენად ააქვს აზრი კანონში ციფრის ჩაწერას, ხომ არ აჯობებდა რაიმე სხვა სისტემა ყოფილიყო, ვიდრე კონკრეტული ზღვრული ციფრი, რადგან ქვეყანაში, რომ მოხდეს ინფლაცია ამ შემთხვევაში ჭერი როგორ განისაზღვრება?

 

მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ: იგი  თავისდროზე მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც თვლიდა, რომ დენის და ნაგვის მიბმა ასე უაპელაციოდ არ შეიძლებოდა, რაზეც თავის დროზე მერიას უნდა ეფიქრა და ზამთრის პერიოდში შემოეღო დაბალი პროცენტი ან მოჭრილი გადასახადი, არა უმეტეს რაღაც ციფრისა. ყველაზე სწორი მექანიზმი მისი აზრით იქნებოდა ე. წ. ვაუჩერი, რომელიც თბილისის მერიამ უკვე შემოიღო. მან კომიტეტის წევრებს წარუდგინა გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც ახსნა, თუ რა შეღავათს მიიღებს მოსახლეობა  გადასახადის შემცირების მიზნით.

 

ზვიად ძიძიგური:  მიმაჩნია, რომ პრინციპი არასწორია და უნდა შეიცვალოს. რაც  შეეხება ადმინისტრირებას ეს სხვა თემაა, რომელზეც უნდა იზრუნოს მერიამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა. ხოლო  რაც შეეხება  ფინანსურ გაანგარიშებას ვფიქრობ  რომ უფრო მეტად უნდა გვქონდეს დათვლილი და შესაბამისად წარმოდგენილი ციფრებში.

 

თინა ხიდაშელმა  აღნიშნა, რომ  წარმოდგენილი kanonproqti მნიშვნელოვანია იმით,  რომ შევცვალოთ principი, სწორედ აქედან გამომდინარე არ ვთვლი საჭიროდ, კანონპროექტს  ერთვოდეს ფინანსური დასაბუთება, ვინაიდან არავითარი მნიშვნელობა ამ  კონკრეტულ  მომენტში არ აქვს მოსახლეობას რამდენი პროცენტით უძვირდება, ან უიაფდება გადასახადი. მთავარია შევცვალოთ ეს უსამართლო პრინციპი, რადგან ელექტოენერგიის ხარჯიდან გამომდინარე ვითვლით სხვა მასთან არანაირ კავშირში მყოფ გადასახადს. ასევე, როგორც პარლამენტის წევრი მივმართავ მერიის იურიდიული სამსახურის უფროს ბატონ ირაკლი აბესაძეს შემდეგი მოსმენის დროს წარმოგვიდგინოს ბოლო 6 წლის განმავლობაში ქ. თბილისის მერიის მონცემები რაში იხარჯებოდა დასუფთავების სამსახურის თანხები, მაშინაც როდესაც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

 

ზურაბ მელიქიშვილი: არ ვეთანხმები ინიციატორს  გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ცვლილება, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ფუნქციის შესრულებასრომელიც ეხება მომსახურების კონკრეტულ თანხებს, აქედან გამომდინარე ვერ დავეთაქნხმებიინიციატორის მოსაზრებას, რომ ფინანსურად საინტერესო არ არის. ასევე მაინტერესებს როდესაც სულადობრივ პრინციპზე ვსაუბრობთ, ხომ არ უბრუნდებით ადმინისტრირების ძველ სისტემასჩემი  როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, თხოვნაა მოგვაწოდეთ ადმინისტრირების ხარჯების კონკრეტული გაანგარიშება.

 

თინა ხიდაშელი: დისკუსიიდან გამომდინარე გთავაზობთ ჩემ მოსაზრებას, რომელსაც შესაბამისად ავსახავ პროექტში და წარმოგიდგენთ შემდეგი მოსმენის დროს: 1) დაწესდეს მოსაკრებლის ოდენობა  ზედა ზღვარი 2 ლარი და 50 თეთრი და არა 3 ლარი, რაც, ეწერა კანონპროექტში; 2) სულადობა შემოვსაზღვროთ  4 სულით;  3)  რაც შეეხება ვაუჩერს  ამ სისტემის მიმართ ვარ პრინციპულად წინააღმდეგი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის დამამცირებელი მიდგომა საკუთრი მოსახლეობის მიმართ ამის ნაცვლად არსებობს სხვა უფრო  ცივილიზებული სისტემები, რომელიც მოსახლეობას გადახდის ოდენობას შეუმცირებს და კანონით ფიქსირებული ტარიფის განსაზღვრის შემდეგ საკრებულო დააწესებს გარკვეულ ტარიფებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის.

 

ირაკლი აბესაძე: მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, როდესაც შემოგვაქვს მოსაკრებელი სავალდებულოა იგი ადმინისტრირების ხარჯებს ფარავდეს, აქედან გამომდინარე, რასაც აწესებთ აუცილებელია მაქსიმალური ზღვარი იყოს გაანგარიშებული, რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს ამის ჩაწერა კანონში დამატებით საჭირო არ არის, ვინაიდან ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შეღვათებს ცალკეული კატეგორიების მიხედვით.

 

მ. მაჭავარიანი: არ ვიზიარებ ვაუჩერის სისტემის მიმართ ინიციატორის დამოკიდებულებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ვაუჩერი არის სახელმწიფოს მიერ. მოკრეფილი გადასახადების სოლიდარობა მოსახლეობის მიმართ.

 

გადაწყვიტეს: (მომხრე -9, წინააღმდეგი -1)

კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:

1. ,,საქართველოს დედაქალაქის -თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით შეტანილი დამატება (პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი-მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში“ საჭიროებს დაზუსტებას  ფასწარმოქმნის წესის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ქვეყანაში რეალურად არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით. ასევე მხედველობაშია მისაღები მოსახლეობის სხვადასხვა სპეციფიკური ჯგუფები. მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობა (დევნილთა საერთო რაოდენობის -45%-ია), რომლებისთვის წლების განმავლობაში  აკრძალულია დამისამართება რეალური საცხოვრებელი ადგილების მიხედვით. 

2. გასათვალისწინებელია იმ მოქალაქეთა ინტერესები, რომლებიც გასული არიან ქვეყნიდან, ან/და არ სარგებლობენ კუთვნილი საცხოვრებლებით.

3. უნდა განისაზღვროს კანონის ამოქმედების გონივრული ვადა, რათა თვითმმართველ ერთეულებს მიეცეთ შესაბამისი ვადა საკუთარი ნორმატიული აქტების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

 

 

 სხდომის თავმჯდომარე                                           ერეკლე ტრიპოლსკი

 

 

 სხდომის მდივანი                                      ბელა ქველაძე

 
modules