სხდომის ოქმი #7

საქართველოს პარლამენტის

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის  სხდომის

 

ოქმი #7

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                       ქქუთაისი,   18 დეკემბერი, 2012 წ.

 

     სხდომის თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე

 

     სხდომას მდივნობდა:                რამაზ ყანჩაველი

 

     სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

პ. კვიჟინაძე გ. გაჩეჩილაძე, ვ. ლემონჯავა, თ. მაისურაძე, კ. ოქრიაშვილი, გ. ჟორჟოლიანი, გ. სამხარაული, თ. ყაჭეიშვილი, მ. წერეთელი,ზ. ჯაფარიძე, ი. შერვაშიძის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლე ა. ბოლქვაძე;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

მოწვეულნი:

ლ. სახოკია, თ. შაბაშვილი, ი. გაბისონია, მ. მეტრეველი,   გ. სირაძე, თ. ტეფნაძე,  ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე;

ნათია მიქელაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ვიქტორ დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ონოფრიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ანდრო ლოლაძე - ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზურაბ ჩეკურიშვილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის სააგენტოს უფროსი.

დღის წესრიგი

 

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ვიქტორ დოლიძე/

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება  საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

        /იხილება გამარტივებული წესით/

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  კანონპროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. მურმან დუმბაძე/

 

საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. დავით ონოფრიშვილი/

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი  „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის  დაფინანსების შეთანხმება (რეგიონული განვითარების პროექტი)

/მომხ. დავით ებრალიძე/

 

მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება             „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალისწინებით რედაქტირებული ტექსტი (დანართი 2)

 

კარბელაშვილმა, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

მოისმინეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

             აზრი გამოთქვეს:

მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ. 

 

აღინიშნა რომ, შეთანხმებით განსაზღვრულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში.

 

შეთანხმება ასევე  ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

 

აგულაშვილმა, ყაჭეიშვილმა, გაჩეჩილაძემ, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

 გამარტივებული

წესით

განიხილეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 5) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისათვის მოქმედი კოდექსის გარდამავალი დებულებებით დაკისრებული ვალდებულებების (მათ შორის ტექნიკური რეგლამენტების მიღება) შესრულებისათვის განსაზღვრული თარიღების გადავადებას

გაჩეჩილაძემ, ჟორჟოლიანმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კანონპროექტის განხილვა გადაიდოს მთავრობის მიერ  მოქმედი კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული იმ დავალებების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენამდე, რომელთა შესრულების ვადა  გასულია, მაგრამ  კანონპროექტით მათი  ვადების შეცვლა არ არის გათვალისწინებული.

 

მოისმინეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

მოხსენება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად: „საქართველოს მთავრობას უნდა მოემზადებინა წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე.“

წარმოდგენილი კანონპროექტი შემუშავებულია კანონის ამ მოთხოვნის შესაბამისად. იგი ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის რეორგანიზაციას და  მის გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლად.

ჯაფარიძემ, ჟორჟოლიანმა, მაისურაძემ, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

 

 

მოსიმინეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

კომიტეტმა ღია კენჭისყრით (მომხრე - 8, წინააღმდეგი - 3) მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

მოხსენება „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზანს წარმოადგენს კანონის ევროსტანდარტებთან დაახლოება.

კანონპროექტის მიხედვით საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს აქტივები მისი ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ასევე მისი ლიკვიდაციისთანავე საბჭო გადასცემს ინდივიდუალური აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების ერთიან რეესტრს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც სუბიექტს უტარებს სავალდებულო აუდიტს, აღარ იქნება ვალდებული შეიცვალოს 7 წელიწადში ერთხელ მაინც.

კანონპროექტის შესაბამისად 2013 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი განისაზღვრება გარდამავალ პერიოდად. აღნიშნულ პერიოდში აუდიტორების/ აუდიტორული ფირმების გაწევრიანება პროფესიულ ორგანიზაციებში არ მოითხოვება.

ჭუმბურიძემ, გაჩეჩილაძემ, ჯაფარიძემ, ხაჩიძემ, ჟორჟოლიანმა, ოქრიაშვილმა, ტყემალაძემ;

 

გადაწყვიტეს:

 

 

მოისმინეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით (მომხრე - 8, წინააღმდეგი - 2) მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

მოხსენება            საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი  „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის  დაფინანსების შეთანხმება (რეგიონული განვითარების პროექტი)“ შესახებ.

 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის 2012 წლის 9 ნოემბერს ხელი მოეწერა რეგიონული განვითარების მეორე პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - განვითარებას. პროექტის დასაფინანსებლად გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის მიერ დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხის გამოყოფა IDA-ს პირობებით:

 

სესხის ხანგრძლივობა:                                    25 წელი

მათ შორის შეღავათიანი პერიოდი:            5 წელი

წლიური საპროცენტო განაკვეთი:              2.0%

                აქედან: მომსახურების გადასახადი                0.75%,

                საპროცენტო განაკვეთი                                  1.25%

ვალდებულების გადასახადი (წლიურად)                0.5%-მდე

ვალდებულების გადასახადი დგინდება მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური გადაწყვეტილებით და ამჟამად შეადგენს 0%-ს.

 

პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონის მასშტაბით ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, პარკების, სკვერების, გზების, გარე-განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციბის და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და კეთილმოწყობას.

პროექტის ფარგლებში კერძოდ გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების დაფინანსება:

წყალტუბოს ურბანული რეგენერაცია

წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში შენობების აღდგენა;

წყალტუბოს ცენტრალური პარკის და ტბა „ცივი“-ს ტერიტორიაზე ტურიზმთან დაკავშირებული მცირე ზომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ირიგაციის სისტემის მოწყობა, ასევე გარე-განათების სისტემის რეაბილიტაცია; წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში წყალმომარაგების სისტემის აღდგენა; წყალტუბოს წრიული გზის საფარის აღდგენა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია; 

 

იმერეთის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ვანის არქეოლოგიური მუზეუმი,  გელათის მონასტერი, კაცხის სვეტი და კაცხი მონასტერი, უბისას მონასტერი, მოწამეთას მონასტერი)  აღდგენა/რეაბილიტაცია და დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 

 

რეგიონული განვითარების მეორე პროექტი წარმოადგენს რეგიონული განვითარების პროექტების ციკლის გაგრძელებას. პირველი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის განვითარებისთვის გამოყოფილი იქნა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება ასევე შეღავათიანი პირობებით.

 

ჯაფარიძემ, ჟორჟოლიანმა, ტყემალაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ღია კენჭისყრით ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება  (დანართი 8).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                      ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი:                                                 რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

დანართი 1

მაუწყებლობის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების  გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელ

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონის 65- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, საიდანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არანაკლებ 20 წამისა დაუთმო სოციალურ რეკლამას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

2. წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულნი არიან ეთერში განთავსების მიზნით სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ  1 საათში არანაკლებ 60 წამისა და მათი მომსახურების ზონაში სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) საარჩევნო უბნების მისამართები;

) არჩევნების თარიღი;

) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი

კანონპროექტით წარმოდგენილი მითითებული ნორმების მოქმედების ვადები განისაზღვრება კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ევროკავშირში შესვლამდე, ან ნატოში გაწევრიანებამდე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, აღნიშნული ნორმები შეტანილ უნდა იქნეს კანონის გარდამავალი დებულებების ნაწილში თანახმადნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა.

არ არის გათვალისწინებული

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად  „ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო“. შემოთავაზებული პროექტით არ დგინდება კანონის ძირითადი დებულებებისაგან განსხვავებული ნორმები, არამედ ემატება და აქცენტი კეთდება საქართველოს ევროკავშირთან და ნატოს ურთიერთობების პოპულარიზაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებაზეაღნიშნული ცვლილება ასევე არ საჭიროებს გარკვეულ პირობებსა და დროს მის ასამოქმედებლად.

 

დანართი 2

 

პროექტი

საქართველოს კანონი

მაუწყებლობის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

    მუხლი 1. საქართველოს კანონშიმაუწყებლობის შესახებ (სსმ, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

კანონის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ)“ და „ო)“ ქვეპუნქტები:

  „ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ძირითადი მიმართულებების,  მათ შორის     საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია;

 

   ო) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ   ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.“

 

კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

1.           სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ  პრიორიტეტებს საქართველოს სახელმწიფოს  საშინაო და საგარეო პოლიტიკის  ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა და  ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და  პრიორიტეტების გათვალისწინებით.

 

კანონის 30-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-20 მუხლების გათვალისწინებით განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;

 

კანონის 65-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას  უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, საიდანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული 20 წამი დაუთმო სოციალურ რეკლამას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

2. წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულნი არიან ეთერში განთავსების მიზნით სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ  1 საათში არანაკლებ 60 წამისა და მათი მომსახურების ზონაში სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

 

) საარჩევნო უბნების მისამართები;

) არჩევნების თარიღი;

) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

 

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

     საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

კანონპროექტზე

   „მაუწყებლობის შესახებ“

საქართველოს კანონში  ცვლილების  შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების  შეტანის თაობაზე“  და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

შეთანხმებაზე

     საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ

 

     დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება  საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ  და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  რატიფიცირებისათვის.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

დანართი 5

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი

მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

                        მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

103–ე მუხლის პირველი და მე–2  ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები   ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.

     2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის პირველ აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს   საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა.

                2. 103–ე მუხლის მე–4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის პირველ მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა,   რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული.

 103–ე მუხლის მე–15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყონ ამავე კოდექსის 104-ე მუხლის   შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა.

103–ე მუხლის 18–21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „18. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის პირველ მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების  ნუსხა, რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში.

                19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის პირველ მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში.

                20. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის პირველ მარტამდე განსაზღვროს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც წარმოებულია რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე.

                21. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის პირველ ივნისამდე განსაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები.

            6. 103–ე მუხლის 24–ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა.“.

104–ე მუხლის მე–2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.

 

 

            მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

                        საქართველოს პრეზიდენტი                                  მიხეილ სააკაშვილი

                               

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს

 

  ასლი:       საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

კანონპროექტებზე

„მაუწყებლობის შესახებ“

 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 18 დეკემბერის  სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით    წარმოდგენილი კანონპროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/25,03; 03.12.12).   

 

       კანონპროექტის  ტექსტის  მიმართ კომიტეტს გააჩნია  შემდეგი წინადადებები:

356 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამისილების ვადა განისაზღვრება 1 წლით, რაც ჩვენი აზრით ძალზე მცირეა და მიზანშეწონილია განისაზღვროს 2 წლით, როგორც ეს არის მოქმედი კანმდებლობით; ასევე ძალზე მცირეა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის უფლებამისილების ვადა - 1 წელი და ამ შემთხვევაშიც საჭიროა გაიზარდოს დირექტორის უფლებამოსილების ვადა;

 

მიზანშეწონილია კანონის გარდამავალ დებულებაში აჭარის ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის  რეორგანიზაცია განხორციელდეს კანონპროექტით შემოთავაზებულ გონივრულ ვადაში;

 

    ამასთან, კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტების  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვამდე საჭირო იქნება კანონპროექტის ინიციატორმა სათანადო კონსულტაციები ჩაატაროს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის სპეციალისტებთან.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო - საბიუჯეტო  კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

   ასლი:   საორგანოზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

 

კანონპროექტზე

 

  „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 18 დეკემბერის  სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების აუდიტის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/32; 12.12.12).  

 

   კომიტეტს კანონპროექტის შინაარსობრივი მხარის მიმართ  შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია. ამასთან,  კანონპროექტის სათაური შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი 8

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:  საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 ა  ს  კ  ვ  ნ  ა

      „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის  დაფინანსების შეთანხმებაზე (რეგიონული განვითარების პროექტი)

 

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ  წარმოდგენილი „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის  დაფინანსების შეთანხმება (რეგიონული განვითარების პროექტი)(07–1/8; 07.12.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  რატიფიცირებისათვის.

 

 

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules