|
პარლამენტის პლენარული სხდომა დილიდანვე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით დაიწყო. კანონმდებლებმა პირველ რიგშუ შემდეგი კანონპროექტები მოისმინეს: -„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პარლამენტის წევრებმა II მოსმენით მოისმინეს. განხილვის შემდეგ აღნიშნულ კანონპროექტებს კანონმდებლებმა კენჭი უყარეს, რომლის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე ორგანული კანონპროექტების მიღება შესაძლოა ვერ მომხდარიყო. „კარგია, რომ უმრავლესობა და უმცირესობა რიგ საკითხებზე შეთანხმებას ვახერხებთ. იმედს გამოვთქვავ, რომ მომავალშიც გვექნება მსგავსი შემთხვევები, რისთვისაც საპარლამენტო ოპოზიციას მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
დილის სხდომა კანონპროექტების განხილვით გაგრძელდა. შესვენებამდე კანონმდებლებმა 15 კანონპროექტი განიხილეს. მათ შორის, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. სხდომაზე პარლამენტის წევრმა, თინათინ ხიდაშელმა მის მიერ ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა. ინიციატივის თანახმად ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებში შედის. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების შედეგად იკრძალება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, მეორე ცვლილებით კი დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუატეტებს თბილისის მერიის განცხადება გააცნო, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერია მზად არის, კომუნალური გადასახადების მიმართულებით პარლამენტს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა, შაბათ-კვირას კონსულტაციებიც შედგეს. დილის სხდომაზევე პარლამენტის წევრმა, ბიძინა გუჯაბიძემ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი პირებისთვის საპროტოკოლო და საქმიანი ჩაცმულობის ჩამონათვალს, ეროვნული სამოსიც ემატება. შესვენების შემდეგ პარლამენტის წევრებმა III მოსმენით ის კანონპროექტები განიხილეს, რომლებიც პარლამენტმა II მოსმენით დილის სხდომაზე მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, წარმოდგენილი საკითხები კომიტეტებმა შესვენების პერიოდში განიხილა და პარლამენტის ბიურომ მათი პლენარულ სხდომაზე გამოტანის გადაწყვეტილება მიიღო.
შესვენების შემდეგ პარლამენტის წევრებმა III მოსმენით ის კანონპროექტები განიხილეს, რომლებიც პარლამენტმა II მოსმენით დილის სხდომაზე მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, წარმოდგენილი საკითხები კომიტეტებმა შესვენების პერიოდში განიხილა და პარლამენტის ბიურომ მათი პლენარულ სხდომაზე გამოტანის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებიც განიხილეს. სხდომის დასასრულს, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, შალვა ამირეჯიბმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა. აღნიშნული საკითხები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების უფლებამოსილების და რეორგანიზების სამართლებრივ რეგულირებებს და მათი საქმიანობის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები პარლამენტის წევრებმა, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. საღამოს სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა არ გამართულა. კენჭისყრის ჩაშლა ქვორუმის არ არსებობამ გამოიწვია, რომლის მიზეზიც უმცირესობის მხრიდან სხდომის დატოვება და ქუთაისიდან თბილისში გამგზავრება გახდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ინფორმაციით, დარბაზის დატოვება თბილისის მერთან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება და ამ შემთხვევაში საპარლამენტო თემატიკა არაფერ შუაშია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, განხილული საკითხების კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოხდება. მომავალი კვირა კი საკომიტეტო მოსმენებს და პარლამენტის ბიუროს სხდომას დაეთმობა, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება.
|