|
ხანგრძლივი განხილვისა და კამათის შემდეგ პარლამენტმა ხვალინდელ სხდომაზე განსახილველად გადადო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირების სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას და სასჯელისაგან განთავისუფლებას, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარის (ეკონომიკური დანაშაული) მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტითვე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება–ლეგალიზების წესი. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს დეპუტატების განცხადებებით დაიწყო. განცხადებების მსურველი დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე მათ გამოსვლებს ნახევარი საათის ნაცვლად ერთი საათი დაეთმო. ფარქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა თავიანთ გამოსვლებში ძირითადად ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის მიმართ საყვედურები გამოთქვეს. ისინი უმრავლესობას დაპირებების შეუსრულებლობაში და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ზოგადი ფრაზების გარდა კონკრეტული ფაქტები არ დასახელებულა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს სთხოვა, რომ შესვენების დროს მას მაინც დაუკონკრეტონ რა ფაქტებზეა საუბარი. პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ოპოზიციონერი კოლეგების საპასუხოდ განაცხადა, "რაც შეეხება სასამართლოს თემას და სამართლიანობის აღდგენას, საჩივრებმა, პრობლემებმა, განცხადებებმა, პრეტენზიებმა 7000 არა, უკვე 17 000-ს გადააჭარბა. ამიტომ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაივლის სწორედ იმ ხაზზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის არათუ ხასიათს, არამედ ნიშნებსაც კი არ შეიცავს. არც ერთ საქმეში, რომელიც სასამართლოში გადაიგზავნა, არ არის პოლიტიკური დევნის დამადასტურებელი რაიმე ელემენტი. უფრო მეტია გასაკეთებელი, რადგან ძალიან ბევრ განცხადებაზე რეაგირებაა საჭირო. რასაც ბოლო პერიოდში, სასამართლოს სტატისტიკა და ტენდენციები ცხადყოფს“. მისივე თქმით, თუ იქნება დასკვნა, რომ მოსამართლეები უკანონოდ დაინიშნენ, შემდეგ იქნება შესაძლებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მსჯელობა, ეს კი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება. ბესელია გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასაც. როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ შეხვედრით პრემიერ-მინისტრმა უმცირესობას საშუალება მისცა, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესებიდან გამოსავალი დაინახოს. ეკა ბესელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ვინმე ერევა მაუწყებლის საქმიანობაში, ეს პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობაა". "ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს. რა ფორმითაც იქნება ყველაზე უფრო კორექტული და ყველაზე უფრო მისაღები ჩვენი შემხებლობა ამ საკითხთან, ისე ვიმოქმედებთ. თუ ვინმეს გავლენა და ჩარევა იგრძნობა, იგრძნობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ამაზე მეტყველებს ფაქტები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რეალურად გარანტიები შევუქმნათ ამ არხს - დამოუკიდებლობის რეალური განცდის და საზოგადოებისთვის სამსახურის გაწევის. ამისთვის მზადყოფნა გამოვთქვით, ჩარევით კი არ ჩავერევით, თქვენგან განსხვავებით", - მიმართა უმცირესობას ბესელიამ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში გაუსაძლისი პირობებია, მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მრავალათასიან პრემიებს იწერდნენ, კომფორტულ მანქანებსა და კაბინეტებს იწყობდნენ და ძვირადღირებულ საჩუქრებს ურიგებდნენ თანაპარტიელებს და მეგობრებს. სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას 756 000 ლარის იარაღი აქვს საჩუქრად დარიგებული. მათ შორის ასეთი საჩუქარი აკაკი მინაშვილსა და ნუგზარ წიკლაურსაც აქვთ მიღებული. ამ სიაში ასევე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი პროგრამა "შაბათის შოუს" მსახიობები და მომღერლებიც მოხვდნენ. გარდა ამისა, სესიაშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ 440 000 ლარი გადაიხადა "მინი-ვენში", რომელშიც "პლეისთეიშენის" გასართობი მოწყობილობაა დამონტაჟებული. სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 41 მილიონი ლარის პრემიაა დარიგებული, რომლის დიდი ნაწილი მაღალჩინოსნებმა მიიღეს. „ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი გენერალიტეტმა პრემია აიღოს, მაგრამ როდესაც ხედავ გაუსაძლის პირობებს და საფრთხეს, რომ ეს შენობები შეიძლება ჩამოინგრეს და ამ დროს ამხელა პრემიებს იღებ – ეს არის უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა სესიაშვილმა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა თავის გამოსვლაში დაადასტურა, რომ ქართული ჯარი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, „წინა ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული რომ არ იყო, ყველამ ვიცოდით, მაგრამ ჯარის მდგომარეობა თუ ასეთი იყო ვერ წარმოვიდგენდი, განსაკუთრებით აუტანელ მდგომარეობაშია ის ნაწილები, რომლებიც გზის პირას არ მდებარეობს“ განაცხადა მან, ამის შემდეგ აგულაშვილმა სარწყავი მილსადენების რეაბილიტაციისა და მიწის ხვნის კამპანიის დაწყების შესახებ ისაუბრა, მან ასევე ცხელი ხაზის ნომერი (237 80 14) გამოაცხადა, სადაც აგრარულ პრობლემებთან დაკავშირებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და მიიღოს დახმარება. დეპუტატმა თამაზ ჯაფარიძემ ონის რაიონში და ზოგადად რაჭის ტყის ფონდის მართვის შესახებ ისაუბრა, მისი განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მიეცეს ტყით სარგებლობის საშუალება, მხოლოდ არ შეიძლება ტყეებში სხვადასხვა ფირმებისა და კონსორციუმების შეშვება. პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ კი მოითხოვა ჩატარდეს გამოძიება თუ საიდან დაფინანსდა ვანის რაიონში ნაციონალური მოძრაობის ოფისის რემონტი და რატომ ხდება მისი განათება ქალაქის გარეგანათების ხარჯზე, რის საფასურსაც ადგილობრივი ბიუჯეტი იხდის. განცხადებების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს წინა სხდომებზე უკვე განხილულ საკითხებს. მათ შორის მესამე მოსმენით განხილული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის მიხედვითაც სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება. პირველი მოსმენით განხილული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს, რომ თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, ასევე საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, წარმოდგენილი კანონპროექტით დედაქალაქის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება. მეორე კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ასევე პირველი მოსმენით განიხილეს დღევანდელ სხდომაზე, განსაზღვრავს დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობას. დღევანდელ სხდომაზე წინა სხდომისას განხილულ სამოცდაათამდე კანონპროექტს უყარეს კენჭი. რის შემდეგაც სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, რომლის დროსაც პარლამენტის ბიურო შეიკრიბა და დღის წესრიგში დამატებით რამდენიმე საკითხის შეტანის თაობაზე იმსჯელეს. დღევანდელ სხდომაზე ბიურომ უმრავლესობის ფრაქციის შემადგენლობაში კიდევ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი“ დაარეგისტრირა, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის წევრი მალხაზ ვახტანგიშვილი იქნება. საღამოს სხდომაზე პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (II მოსმენა) და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციებს აუქმებს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (I მოსმენა) კანონპროექტის თანახმად, თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები ჩაითვლება აკადემიური პროგრამის დაძლეულ ნაწილად, თუ მიღებულია იმავე წესით, როგორც მას იღებენ აკადემიური საფეხურის სტუდენტები და გავლილი კურსები შეესაბამება აკადემიურ პროგრამას. თუკი დაძლეული პროგრამა არ შეესაბამება აკადემიურ პროგრამას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არ სცნოს თავისუფალი მსმენელის, ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ (I მოსმენა), რომელიც პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარმოადგინა, არეგულირებს პროფესიული თეატრების დაფუძნების, სტრუქტურისა და მართვის, თეატრების დაფინანსების წყაროებისა და ქონების, ასევე თეატრების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (I მოსმენა) კანონპროექტით განისაზღვრება სკოლის დირექტორის შესაძლებლობა შეასრულოს სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან ვერარჩევის შემთხვევაში; კანონპროექტითვე 2013 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უგრძელდებათ 2013 წლის 1 ივნისამდე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (I მოსმენა) უმნიშვნელოვანესი კანონია ამნისტიის შემდეგ, რომელსაც ათასობით ადამიანი ელოდება. კერძოდ, პროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. პაკეტი მოიცავს კიდევ ერთ პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტთა პაკეტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით დგინდება შეზღუდვა აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამასა და სამაუწყებლო რეკლამაზე, ასევე განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა აღნიშნულის დარღვევისათვის. კანონპროექტთა პაკეტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები: „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“; „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილმა შალვა ამირეჯიბმა წარმოუდგინა. ცვლილების თანახმად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი. საქართველოს პარლამენტის მომავალი პლენარული სხდომა ხვალ, 16 საათზე გაიმართება.
ხანგრძლივი განხილვისა და კამათის შემდეგ პარლამენტმა ხვალინდელ სხდომაზე განსახილველად გადადო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირების სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას და სასჯელისაგან განთავისუფლებას, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარის (ეკონომიკური დანაშაული) მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტითვე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება–ლეგალიზების წესი. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს დეპუტატების განცხადებებით დაიწყო. განცხადებების მსურველი დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე მათ გამოსვლებს ნახევარი საათის ნაცვლად ერთი საათი დაეთმო. ფარქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა თავიანთ გამოსვლებში ძირითადად ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის მიმართ საყვედურები გამოთქვეს. ისინი უმრავლესობას დაპირებების შეუსრულებლობაში და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ზოგადი ფრაზების გარდა კონკრეტული ფაქტები არ დასახელებულა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს სთხოვა, რომ შესვენების დროს მას მაინც დაუკონკრეტონ რა ფაქტებზეა საუბარი. პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ოპოზიციონერი კოლეგების საპასუხოდ განაცხადა, "რაც შეეხება სასამართლოს თემას და სამართლიანობის აღდგენას. საჩივრებმა, პრობლემებმა, განცხადებებმა, პრეტენზიებმა 7000 არა, უკვე 17 000-ს გადააჭარბა. ამიტომ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაივლის სწორედ იმ ხაზზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის არათუ ხასიათს, არამედ ნიშნებსაც კი არ შეიცავს. არც ერთ საქმეში, რომელიც სასამართლოში გადაიგზავნა, არ არის პოლიტიკური დევნის დამადასტურებელი რაიმე ელემენტი. უფრო მეტია გასაკეთებელი, რადგან ძალიან ბევრ განცხადებაზე რეაგირებაა საჭირო. რასაც ბოლო პერიოდში, სასამართლოს სტატისტიკა და ტენდენციები ცხადყოფს“. მისივე თქმით, თუ იქნება დასკვნა, რომ მოსამართლეები უკანონოდ დაინიშნენ, შემდეგ იქნება შესაძლებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მსჯელობა.ეს კი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება. ბესელია გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასაც. როგორც დეპუტატი აცხადებს, ამ შეხვედრით პრემიერ-მინისტრმა უმცირესობა სსაშუალება მისცა, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესებიდან გამოსავალი დაინახოს. ეკა ბესელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ვინმე ერევა მაუწყებლის საქმიანობაში, ეს პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობაა". "ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს. რა ფორმითაც იქნება ყველაზე უფრო კორექტული და ყველაზე უფრო მისაღები ჩვენი შემხებლობა ამ საკითხთან, ისე ვიმოქმედებთ. თუ ვინმეს გავლენა და ჩარევა იგრძნობა, იგრძნობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ამაზე მეტყველებს ფაქტები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რეალურად გარანტიები შევუქმნათ ამ არხს - დამოუკიდებლობის რეალური განცდის და საზოგადოებისთვის სამსახურის გაწევის. ამისთვის მზადყოფნა გამოვთქვით, ჩარევით კი არ ჩავერევით, თქვენგან განსხვავებით", - მიმართა უმცირესობას ბესელიამ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში გაუსაძლისი პირობებია, მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები მრავალათასიან პრემიებს იწერდნენ, კომფორტულ მანქანებსა და კაბინეტბს იწყობდნენ და ძვირადღირებულ საჩუქრებს ურიგებდნენ თანაპარტიელებს და მეგობრებს. სესიაშვილის განცხადებით თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას 756 000 ლარის იარაღი აქვს საჩუქრად დარიგებული. მათ შორის ასეთი საჩუქარი აკაკი მინაშვილსა და ნუგზარ წიკლაურსაც აქვთ მიღებული. ამ სიაში ასევე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი პროგრამა "შაბათის შოუს" მსახიობები და მომღერლებიც მოხვდნენ. გარდა ამისა, სესიაშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ 440 000 ლარი გადაიხადა "მინი-ვენში", რომელშიც "პლეისთეიშენის" გასართობი მოწყობილობაა დამონტაჟებული. სესიაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში 2009 წლის სექტემბრიდან და 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 41 მილიონი ლარის პრემიაა დარიგებული, რომლის დიდი ნაწილი მაღალჩინოსნებმა მიიღეს. „ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი გენერალიტეტმა პრემია აიღოს, მაგრამ როდესაც ხედავ გაუსაძლის პირობებს და საფრთხეს, რომ ეს შენობები შეიძლება ჩამოინგრეს და ამ დროს ამხელა პრემიებს იღებ – ეს არის უპასუხისმგებლობა“ - განაცხადა სესიაშვილმა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა თავის გამოსვლაში დაადასტურა, რომ ქართული ჯარი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, „წინა ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული რომ არ იყო, ყველამ ვიცოდით, მაგრამ ჯარის მდგომარეობა თუ ასეთი იყო ვერ წარმოვიდგენდი, განსაკუთრებით აუტანელ მდგომარეობაშია ის ნაწილები, რომლებიც გზის პირას არ მდებარეობს“ განაცხადა მან, ამის შემდეგ აგულაშვილმა სარწყავი მილსადენების რეაბილიტაციისა და მიწის ხვნის კამპანიის დაწყების შესახებ ისაუბრა, მან ასევე ცხელი ხაზის ნომერი (237 80 14) გამოაცხადა, სადაც აგრარულ პრობლემებთან დაკავშირებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და მიიღოს დახმარება. დეპუტატმა თამაზ ჯაფარიძემ ონის რაიონში და ზოგადად რაჭის ტყის ფონდის მართვის შესახებ ისაუბრა, მისი განცხადებით ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მიეცეს ტყით სარგებლობის საშუალება, მხოლოდ არ შეიძლება ტყეებში სხვადასხვა ფირმებისა და კონსორციუმების შეშვება. პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ კი მოითხოვა ჩატარდეს გამოძიება თუ საიდან დაფინანსდა ვანის რაიონში ნაციონალური მოძრაობის ოფისის რემონტი და რატომ ხდება მისი განათება ქალაქის გარეგანათების ხარჯზე, რის საფასურსაც ადგილობრივი ბიუჯეტი იხდის. განცხადებების დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს წინა სხდომებზე უკვე განხილულ საკითხებს. მათ შორის მესამე მოსმენით განხილული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლისმიხედვითაც სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება. პირველი მოსმენით განხილული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს, რომ თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, ასევე საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, წარმოდგენილი კანონპროექტით დედაქალაქის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენის წესი; კანონპროექტითვე იკრძალება აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება. მეორე კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ასევე პირველი მოსმენით განიხილეს დღევანდელ სხდომაზე, განსაზღვრავს დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობას. დღევანდელ სხდომაზე წინა სხდომისას განხილულ სამოცდააათამდე კანონპროექტს უყარეს კენჭი. რის შემდეგაც სხდომაზე გამოცხადდა შესვენება რომლის დროსაც პარლამენტის ბიურო შეიკრიბა და დღის წესრიგში დამატებით რამდენიმე საკითხის შეტანის თაობაზე იმსჯელეს. დღევანდელ სხდომაზე ბიურომ უმრავლესობის ფრაქციის შემადგენლობაში კიდევ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი“ დაარეგისტრირა, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის წევრი მალხაზ ვახტანგიშვილი იქნება. საღამოს სხდომაზე პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ (IIმოსმენა) და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პაკეტები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციებს აუქმებს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (I მოსმენა) კანონპროექტის თანახმად თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები ჩაითვლება აკადემიური პროგრამის დაძლეულ ნაწილად, თუ მიღებულია იმავე წესით, როგორც მას იღებენ აკადემიური საფეხურის სტუდენტები და გავლილი კურსები შეესაბამება აკადემიურ პროგრამას. თუკი დაძლეული პროგრამა არ შეესაბამება აკადემიურ პროგრამას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არ სცნოს თავისუფალი მსმენელის, ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტები. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა. საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული თეატრების შესახებ“ (I მოსმენა), რომელიც პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარმოადგინა, არეგულირებს პროფესიული თეატრების დაფუძნების, სტრუქტურისა და მართვის, თეატრების დაფინანსების წყაროებისა და ქონების, ასევე თეატრების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (I მოსმენა) კანონპროექტით განისაზღვრება სკოლის დირექტორის შესაძლებლობა შეასრულოს სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან ვერარჩევის შემთხვევაში; კანონპროექტითვე 2013 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უგრძელდებათ 2013 წლის 1 ივნისამდე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (I მოსმენა) უმნიშვნელოვანესი კანონია ამნისტიის შემდეგ, რომელსაც ათასობით ადამიანი ელოდება. კერძოდ, პროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. პაკეტი მოიცავს კიდევ ერთ პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტთა პაკეტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით დგინდება შეზღუდვა აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამასა და სამაუწყებლო რეკლამაზე, ასევე განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა აღნიშნულის დარღვევისათვის კანონპროექტთა პაკეტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები: „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“; „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „წიაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილმა შალვა ამირეჯიბმა წარმოუდგინა,, ცვლილების თანახმად საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი. საქართველოს პარლამენტის მომავალი პლენარული სხდომა ხვალ, 16 საათზე გაიმართება. |