| სხდომის ოქმი #2 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი N2
23 ოქტომბერი, 2012წ.
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე.
დღის წესრიგი ერთიანი საქართველოსთვის„ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება.
( ივანე კიღურაძე - კომიტეტის თავმჯდომარე);
1. მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარემ ზოგადად დაახასიათა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სამინისტროების მუშაობა კომიტეტის წევრებს წარუდგინა მინისტრობის კანდიდატები. ორივე კანდიდატურის განხილვას თითო საათი დაეთმო. ორივე კანდიდატმა ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით. პირველი სიტყვა დაეთმო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატს, მირიან ოდიშარიას. მისი სიტყვის შემდეგ კითხვები დასვეს: სერგო რატიანმა, გიორგი ვაშაძემ, ალექსანდრე ქანთარიამ, თემურ ჭკუასელმა, გიორგი გაბაშვილმა. სერგო რატიანმა, მიხეილ მახარაძემ, გიორგი ვაშაძემ კითხვები დაუსვეს ასევე განათლების მინისტრობის კანდიდატს, გიორგი მაგველაშვილს. კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრისთვის შეიქმნა ხმის დამთვლელი კომისია კომიტეტის სამი წევრის, მიხეილ მახარაძის, ზაზა პაპუაშვილისა და თემურ ჭკუასელის შემადგენლობით. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 11 წევრმა, 7 მომხრე და 4 წინააღმდეგი. კომიტეტმა გადაწყვიტა: ხმათა უმრავლესობით მოწონებულ იქნეს საქართველოს სამთავრობო პროგრამა “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის„ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობა განხილული იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად.
კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
|






