სხდომის ოქმი #3

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N3

 

09 ნოემბერი , 2012წ.

 

 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე.

 სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,
ჩაფიძე ელისო,
ჯაფარიძე თამაზი,

ქავთარაძე გიორგი,
პაპუაშვილი ზაზა,
ჭკუასელი თეიმურაზი,
ებანოიძე ნოდარი; 
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე,
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარსაგიშვილი
, კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, მასმედიის წარმომადგენლები.
 

დღის წესრიგი

  1. I.1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის : “ საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს 2013-2016 წლებისათვის“ განხილვა.

 

(დავით ებრალიძე - ფინანსთა   მინისტრის მოადგილე);

 

  1. I.2.წინამოწვევის პარლამენტში განსახილველად შემოსული კანონპროექტების განხილვის მიზანშეწონილობის საკითხი ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ.          

                                                                  ( ივანე კიღურაძე - კომიტეტის    თავმჯდომარე);  
     

               1მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოხსენება საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ. მომხსენებელმა წარმოადგინა ბიუჯეტის კანონპროექტი , ზოგადად დაახასიათა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში დროის სიმცირის გამო რთული იყო ახალი პრიორიტეტების გაწერა უფრო დეტალურად.

                გაიმართა მსჯელობა რომელშიც მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები, გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები.

ივანე კიღურაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში კვლავაც ბუნდოვია და არ არის ასახული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსების საკითხი, რომლებიც შეუერთდნენ უმაღლეს დაწესებულებებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მომავალში „მოკრძალებული“ ნაბიჯი იქნება გადადგმული.

ნოდარ ებანოიძის აზრით ნაციონალური პროგრამა „სკოლა ყველა სოფელში“ გამოიწვევს ადმინისტრაციების დაყოფას და შესაბამისად ხარჯების ზრდას.

თემურ ჭკუასელმა მოითხოვა განმარტება იმის შესახებ. თუ რა კრიტერიუმებით განაწილდება რეგიონებში კულტურის განვითარებისათვის გამოყოფილი თანხა.

დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა თეატრების დაფინანსების საკითხი წამოწია.

ალექსანდრე ქანთარია არ დაეთანხმა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კლებას და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების არათანაბარ გადანაწილებას.

ალექსანდრე მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიქმნება ეროვნული ხელშეწყობის ფონდი, რომელიც გამოასწორებს არსებულ დისბალანს.

დავით ებრალიძემ შენიშვნების გათვალისწინებით განმარტა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი დაუხვეწავია და მისი გადამუსავებული ვერსია ხელმეორედ წარედგინება პარლამენტს 30 ნოემბერს.
 

კომიტეტმა გადაწყვიტა:

         ბიუჯეტის პროექტი გადასამუშავებლად და გამოთქმული შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნდა მთავრობას.     

     2. მოისმინეს ივანე კიღურაძის ინფორმაცია წინამოწვევის პარლამენტში განსახილველად შემოსული კანონპროექტების განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ. 

კომიტეტმა გადაწყვიტა:

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2012 წლის 9 ნოემბერს მოისმინა ინფორმაცია საქართველოს VII მოწვევის პარლამენტში ინიცირებული და განსახილველი კანონპროექტების შესახებ. კომიტეტმა წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მათი განხილვა VIII მოწვევის პარლამენტში მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

                            სხდომის თავმჯდომარე                                ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                         ნინო მაისურაძე

                                                                

 

 

 
modules