განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
Thursday, 07 March 2013 17:28

2“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილევბებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის ინიცირების თაობაზე მსჯელობდნენ დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე. საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ კანონპროექტზე მომუშავე საზოგადოებრივი მაუწყებლის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას ბიუროსთვის წარდგენას, თუმცა კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო ხანს მომხდარი ფაქტების გამო, რასაც სამეურვო საბჭოს მიერ არხის გენერალური დირექტორის გადაყენება მოყვა. სხდომაზე მწვავე კამათი გაიმართა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც, მათი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

კომიტეტმა დღესვე განიხილა რამდენიმე კანონპროექტი. მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ დააფინანსებს სახელმწიფო. აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა პირობებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქ. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქ.კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქ.კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ იქნება უფლებამოსილი განახორციელოს სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭება და აღნიშნული ფუნქცია გამოდის მისი რეგულირების სფეროდან.
კომიტეტმა მოისმინა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა.
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ენის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ აბრებზე წარწერები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ეს არ გამორიცხავს რომ წარწერა ასევე შესრულდეს რომელიმე უცხოურ ენაზეც.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენიილ კანონპროექტებს.

Last Updated on Thursday, 07 March 2013 17:31
 
modules