საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Thursday, 07 March 2013 23:08

1საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტოებზე განხორციელდეს უკეთესი სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლი.3

„ამ დოკუმენტის ფარგლებში მხარი დაეჭირება სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას უსაფრთხოების სექტორზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას მიეცემა უფლება და საშუალება, რომ ერთის მხრივ მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორეს მხრივ კი თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას.
4თავდაცვა და უსაფრთხოება არის საერთო ეროვნული ინტერესის სფერო და ამიტომ მასში ყველა იმ ინტელექტუალურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს“ განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თვმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

Last Updated on Friday, 08 March 2013 23:08
 
modules