| სხდომის ოქმი მ#21 |
|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N21 6 მარტი 2013 წელი 15.30 საათი (დარბაზი N4 )
კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი, აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე და გოგი ლიპარტელიანის ადგილმონაცვლე გიორგი გოზალიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა 11 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი(პროექტი): 1.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა; 2. ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი 3. საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მუხლებსი არსებული წინააღმდეგობის აღმოფხვრა; კერძოდ - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო. შესაბამისად აღნიშნული ფუნქციის ამოღება ხდება 107-ე მუხლიდან -საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებიდან და მისი დამატება ხდება 117-ე მუხლში - საქართველოს პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებებში. გადაწყვიტეს(ერთხმად):
ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 89-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს.
აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ფრაქციის წესდება უნდა მოიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას ახალი ფრაქციის უმრავლესობასი ან უმცირესობაში გაწევრიანების თაობაზე ირინე იმერლიშვილი დაეთანხმა ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას
გადაწყვიტეს(ერთხმად):
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხის (საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი) განხილვა გადაიდო კომიტეტის მომდევნო სხდომისათვის
კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი მდინარა დოხნაძე
|






