|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
|
პარლამენტის ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, 13 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ცლვლილებები შევიდა. კერძოდ, დღის წესრიგს დაემატა ორი საკითხი: საქართველოს კანონის პროექტი "წყლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით და საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" პირველი მომენით. ბიუროს სხდომის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტების განხილვას ინიციატორები დაჩქარებული წესით ითხოვენ.
|