სხდომის ოქმი !
8.02.2013 საქართველოს პარალმენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი #1 სხდომას ესწრებოდნენ: 1. თედო ჯაფარიძე 2. ზვიად კვაჭანტირაძე 3. ანი მიროტაძე 4. აკაკი მინაშვილი 5. ვიქტორ დოლიძე 6. ლევან ბერძენიშვილი 7. გიორგი ვოლსკი 8. ელისო ჩაფიძე 9. თინათინ ბოკუჩავა 10. ნაულ ჯანაშია 11. დავით დარცმელიძე სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა გიორგი წერეთელი. სხდომის თავმჯდომარე - თედო ჯაფარიძე სხდომის მდივანი - ნანა კვირცხალია სხდომის დღის წესრიგი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 1. “საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტი; მომხსენებელი: შალვა კვინიხიძე - შ.ს.ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2. „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტი; მომხსენებელი: შალვა კვინიხიძე - შ.ს.ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3. „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების პროექტი; მომხსენებელი: დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 4. საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების პროექტი; მომხსენებელი: დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 5. „საქართველოსა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი; მომხსენებელი: შალვა კვინიხიძე - შ.ს.ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 6. უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკის კანდიდატურის განხილვა’ 7. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ ჯანჯალიას კანდიდატურის განხილვა’ 8. აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ გეგეშიძის კანდიდატურის განხილვა’ 9. ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაალ გოგსაძის კანდიდატურის განხილვა’ 10. უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხეილ უკლებას კანდიდატურის განხილვა’ 11. იტალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძის კანდიდატურის განხილვა’ 12. საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეკა სირაძე-დელონე კანდიდატურის განხილვა’ მომხსენებელი: გიორგი ხელაია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 13. პარლამენტის დადგენილების პროექტი საპარლამენტო ჯგუფების განსაზღვრის შესახებ; მომხსენებელი: ზვიად კვაჭანტირაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილე; 14. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; 15. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე - დავით ლომიძე. სხდომის მსხვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს და მოეწვეულ სტუმრებს წარუნდგინა დღის წესრიგი და სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს შალვა კვინიხიძეს წარმოედგინა „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტები. აღნიშული შეთანხმებები წარმოადგენს მთავრობათა შორის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთდაცვის ისეთ წესებს რომელიც გამორიცხავს ფაქტიურად რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნებას, შესაბამისად შეთანხმებაში მკაცრად არის განსაზღვრული მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, აგრეთვე მათი შემდგომი დაცვის საშუალებები. მხარეები თანხმდებიან, რომ ეროვნული კანონმდებლობის მეშვეობით მაქსიმალურად დაიცავენ აღნიშნულ ინფორმაციას. საქართველოსათვის მსგავსი სახის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვაინია ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებთან, დღემდე ამ სახის შეთანხმებები გაფორმებულია ბულგარეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან, ავსტიასთან, ბალტიის ქვეყნებთან და ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან. სამომავლოდ იგეგმება გერმანიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან. აღნიშნული სახის შეთანხმება საჭიროებს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ წარმოადგინა საკითხი რომელიც ეხება „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტს. მან აღნიშნა რომ წარმოდგენილი შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და არეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიც არის ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ტრეფიკინიგი, კიბერდანაშაული, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და სხვა მძიმე დანაშაული. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ისეთ ფორმებს როგორიც არის ოპრერატიული ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლა, ერთობლიბი სემინარები, კონფერენციები, გამოცდილების გაზიარება და სხვა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ შალვა კვინიხაძის მიერ წარმოდეგნილი საკითხებისათვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმებების რატიფიკაციას. კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის წევრებს და მოეწვეულ სტუმრებს წარუნდგინა შემდეგი განსახილველი საკითხი და სთხოვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დავით ებრალიძეს მოხსენების გაკეთება რომელიც ეხება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და „საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების კანონპროქტებს. აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. მსგავსი სახის შეთანხმების დადება მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან რომელბთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები, მსგავსი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს. შეთანხმება გარკვეულ წილად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული ნორმების დაწესებას თუმცა პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემთხვევაში „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკურულების შესახებ“ კანონის თანახმად, შეთანხმებას მიენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტთან მიმართებაში. შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ დავით ებრალიძის მიერ წარმოდეგნილ საკითხებისთვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმებების რატიფიკაციას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ სთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ხელაიას წარედგინა ელჩობის კანდიდატურები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ფარული კენჭისყრით, უმრავლესობით, მხარს დაუჭირეს შემდეგი ელჩების დანიშვნას : 1. უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკის 2. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანე ელჩად თეიმურაზ ჯანჯალიას 3. აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ გეგეშიძის 4. ჩეხეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაალ გოგსაძის 5. უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხეილ უკლების 6. იტალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFD, WFP ) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძის 7. საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO - ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეკა სირაძე-დელონე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ სთხოვა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად კვაჭანტირაძეს წარედგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი საპარლამენტო ჯგუფების განსაზღვრის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა აღნიშნული დადგენილების პროექტს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ სთხოვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ონოფრიშვილს წარედგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა აღნიშნული კანონის პროექტს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ სთხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დავით ებრალიძეს წარედგინა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა აღნიშნული კანონის პროექტს. თედო ჯაფარიძე კომიტეტის თავმჯდომარე
 
modules