სხდომის ოქმი #2
18.02.2013 საქართველოს პარალმენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი #2 სხდომას ესწრებოდნენ: 1. თედო ჯაფარიძე 2. ზვიად კვაჭანტირაძე (ჩანაცვლება: ომარ ნიშნიანიძე) 3. ანი მიროტაძე 4. აკაკი მინაშვილი (ჩანაცვლება: ზურაბ მელიქიშვილი) 5. ვიქტორ დოლიძე 6. ლევან ბერძენიშვილი 7. გიორგი ვოლსკი 8. ელისო ჩაფიძე (ჩანაცვლება: მალხაზ ვახტანგიშვილი) 9. ნაულ ჯანაშია (ჩანაცვლება: დავით ჭავჭანიძე) 10. დავით დარცმელიძე (ჩანაცვლება: ზურაბ ჩილინგარაშვილი) 11. გიორგი წერეთელი სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა თინათინ ბოკუჩავა. სხდომის თავმჯდომარე - თედო ჯაფარიძე სხდომის მდივანი - ნანა კვირცხალია სხდომის დღის წესრიგი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 1. ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ნატალია საბანიძის კანდიდატურის განხილვა; 2. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურის განხილვა; მომხსენებელი: გიორგი ხელაია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 3. პარლამენტის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ განხილვა; მომხსენებელი: გიორგი ბარამიძე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 4. 2012 წლის 17 დეკემბრის ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედორ ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ“ განსახორციელებელი ოქმის განხილვა; მომხსენებელი: გიორგი ამანათიძე - თავაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 5. ჰონდურასის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესსა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის განხილვა; 6. საგარეო პოლიტიკის შესახებ ინტერ-ფრაქციული შეთანხმების პროექტის განხილვა. სხდომის მსევლელობა : კომიტეტის თავჯდომარემ, ბატონმა თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი,მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი ხელაიას და გადასცა სიტყვა, რომელმაც წარადგინა კანდიდატი, ბელგიის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ,ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ქალბატონი ნატალია საბანიძე და სთხოვა მას მიემართა კომიტეტისთვის . ქალბატონი ნატალია გაეცნო დამსწრე საზოგადოებას მოკლედ ისაუბრა თავის ბიოგრაფიაზე და გააცნო კომიტეტს თავის ხედვები,გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები, აღნიშნა რომ საქართველოს საგარეო კურსი იყო და იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია,საქართველოს ევროკავშირისგან უნდა უსაფრთხოება,ნამდვილი ევროპული ქვეყნის ჩამოყალიბება და იმ კლუბის წევრობა,რომელსაც თან სდევს მთელი რიგი პრივილეგიები,ევროკავშირს საქართველოსგან უნდა სამეზობლოში სტაბილურობა,უსაფრთხოება, რომელიც მიიღწევა ქვეყანაში დემოკრატიზაციის გზით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დადებითად განიხილა, ბელგიის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურა, ფარული კენჭის ყრით სრული მხარდაჭერა (11 ხმით) გამოხატა. პროცედურის თანახმად თედო ჯაფარიძემ სიტყვა გადასცა კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი ხელაიას,რომლემაც წარადგინა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა. ბატონი კონსტანტინე წარსდგა კომიტეტის წინაშე, გაააცნო კომიტეტს მისი ბიოგრაფია, გაუზიარა ასევე თავის ხედვები და თუ რა პრიორიტეტების მიხედვით იმოღვაწევებს იგი ელჩად დანიშვნის შემთხვევაში, მისთვის მთავარი პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება, კონკრეტულად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ხელშეწყობა, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო ურთიერთობები, ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი, ასევე ერთერთი მთავარი მიმართულება იქნება ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების მაქსიმალური ჩართულობა როგორც ეკონომიკურ ისე კულტურულ პროცესებში, მათი დაახლოება ჩვენ ქვეყანასთან. ევროპის უსაფრხთოებისა და თავდაცვის ორგანიზაცია ძალზე მნიშვნელოვანი ტრიბუნაა საქართველოსთვის და მაქმილაურად უნდა მოხდეს მისი გამოყენება, რათა იმ 57 ქვეყნის მხარდაჭერა მოვიპოვოთ რომლებიც გაწევრიანებულები არიან მასში. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა და ფარული კენჭისყრით სრული მხარდაჭერა (11 ხმით) დააფიქსირეს მის მიმართ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ თედო ჯაფარიძემ თავაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსს გიორგი ამანათიძეს წარედგინა 2012 წლის 17 დეკემბრის ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედორ ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ“ განსახორციელებელი ოქმი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კომიტეტის წევრებს სთხოვა კენჭი ეყარათ გიორგი ამანათიძის მიერ წარმოდეგნილ საკითხისათვის და კომიტეტმა მხარი სრულად დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმებების რატიფიკაციას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ თედო ჯაფარიძემ შემდეგ საკითხად წარადგინა ჰონდურასის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესსა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი. კომიტეტმა განიხილა და მხარი სრულად დაუჭირა საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული მემორანდუმის რატიფიკაციას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ თედო ჯაფარიძემ შემდეგ საკითხად წარადგინა, ბატონი გიორგი ბარამიძის საკანონმდებლო ინიციატივა “საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ და გადასცა მას სიტყვა. მომხსენებელი გიორგი ბარამიძე: პროექტი ითვალისწინებდა: 1. საქართველოს უმაღლეს ინეტერესს, ნატოში ინტეგრაციას. 2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, ევროკავშირში გაეთიანებას. 3. აკრძალვას, საქართველოს მთავრობის მხრიდან ისეთი ქმედებებისა ,რაც აფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას ჩრიდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევროკავშირში. 4. საქართველოს ხელისუფლების მხირად არაღიარებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხარეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. 5. აკრძალვას რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება,საქართველოლ ტერიტორიაზე შემოსვლა და საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა. 6.აკრძალვას საქართველოს გაწევრიანება ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა:დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია,ევრაზიის კავშირი,საბაჟო კავშირი,და სხვა პოსტ საბჭოთა საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ,ეკონომიკურ და უსაფრთხოების ან თავდაცვის ორგანიზაციაში,რომლის წევრიც არის რუსეთის ფედერაცია. პროექტის ძირითადი არსი იყო,კიდევ ერთხელ ხაზიგასმა ზემოთ აღნიშნულ პუნქტებზე. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ და კომიტეტის სხვა წევრებმა აღინიშნეს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრირება, დღესაც ხელისუფლების ურყევ საგარეო კურსს წარომდაგენს. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე და ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ამა წლის იანვარში მოამზადა ინტერფრაქციული შეთანხმება საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ, რომელიც ასევე წარმოადგენს პარლამენტის ერთობლივ ხედვას, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი მიდის ღიად და გამჭირვალედ,მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელია ყველა ფრაქციასთან, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“ კომიტეტმა გადაწყვიტა, შემდეგ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნას განხილული ბატონი ბარამიძის ინიციატივა, რათა ამ პროექტს საბოლოო სახე მიეცეს. თედო ჯაფარიძე კომიტეტის თავმჯდომარე