სხდომის ოქმი #8

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის

სხდომის ოქმი N8

19 თებერვალი 2013 წელი

ოთახი N5

სხდომას თავმჯდომარეობდა  

ჯანმრთელობის დაცვისა და

 სოციალურ  საკითხთა კომიტეტის

 თავმჯდომარის მოადგილე                                                                                                   კობა დავითაშვილი

 

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:                                                                            ხუნდაძე დიმიტრი,  ნიშნიანიძე ომარი,

                                                                                                      ვახტანგაშვილი მალხაზი,   

                                                                                                     ხალვაში ფატი, ხეჩინაშვილი გიორგი

                                                                                                     წიკლაური  მირიან, ფოფხაძე გედევანი,

                                                                                                      ებანოიძე ნოდარი, წერეთელი გიორგი,

                                                                                                      მაჭავარიანი მიხეილი, მალაშხია შოთა.

                                                                                                     ღვინიაშვილი გიორგი, ბეჟაშვილი ლევანი

საქრთველოს პარლამენტის წევრი:                                                                 ირინა იმერლიშვილი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის მინისტრის

მოადგილე                                                                                                  დავით ლომიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის     

მოადგილე                                                                                        დავით ებრალიძე       

                                             

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭო                                                                                 სვეტლანა აგბა

 

სხდომიდღის  წესრიგი (პროექტი):

 

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 28 სექტემბრის ხელმოწერილი ,,საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებშეთანხმება (07-1/9; 11.12.2012).

                          მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე                                                 

                                                        დავით ებრალიძე

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 6 დეკემბრის ხელმოწერილი ,,საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებშეთანხმება (07-1/12; 21.12.2012).

                          მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

                                                         დავით ებრალიძე   

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (#161; 03.01.13) საქართველოს კანონის პროექტის: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-2/24; 03.01.2013.) I მოსმენით განხილვა.

                          მომხსენებელი: საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური

                                                         დაცვის  მინისტრის  მოადგილე  დავით  ლომიძე

             

4. საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის  ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/48; 31.01.2013) განხილვა.

                           მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი

                                                        დავით ონოფრიშვილი

 

5. მიმდინარე საკითხები

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი და ვინაიდან სხდომაზე განიხილებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე  I მოსმენით და ამავე დროს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ინიცირებული იქნა იგივე კანონპროექტები, კომიტეტის წევრებმა დაამატეს დღის წესრიგს  მე-6 და მე-7 საკითხები, კერძოდ:

 

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტები: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ განხილვა. 

                              მომხსენებელი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

                                                         დიმიტრი გვინდაძე

 

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტი: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (#07-2/20; 28.12.2012.) განხილვა.                                           

                                   მომხსენებელი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

                                                             დიმიტრი გვინდაძე

 

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა კობა დავითაშვილმა. მან სიტყვა მოხსნებისათვის გადასცა  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ  დავით ებრალიძეს, რომელმაც სხდომაზე განსახილველად გამოიტანა  დღის წესრიგით გათვალისიწინებული პირველი საკითხი.

დავით ებრალიძე - საქართველოს და სან მარინოს რესპუბლიკას სურთ რა, ხელი შეუწყონ და  გააძლიერონ ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობები შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ  შეთანხმების  დადების გზით. ეს შეთანხმება ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება: 1.  ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.  2.შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი. 3.არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:    ა) საქართველოს შემთხვევაში:ოგების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი; ონების გადასახადი;   (შემდგომშისაქართველოს გადასახადი”); ხოლო )სან მარინოს შემთხვევაში:საშემოსავლო გადასახადი, რომელიც დაკისრებულია : ფიზიკურ პირებზე ; იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ საწარმოებზე; იმ შემთხვევაშიც კი თუ ის დაკავებულია გადახდის წყაროსთან. (შემდგომში ,,სან მარინოს გასახადი”).        ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.               

მიიღეს გადაწყვეტილება (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 28 სექტემბერს ხელმოწერილ ,,საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირებას. 

დავით ებრალიძემ ასევე წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 6 დეკემბრის ხელმოწერილი ,,საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმება. შეთანხმებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვასამგვარ შეთანხმებათა ტექსტები ძირითადად ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო კონვენციას და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა მიღებული ანუ წყარო სახელმწიფოში ან რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. ასევე შეთანხმების მუხლებთან ორმაგი ინტეპრეტაციის წარმოშობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს  საშუალება ეძლევა მიმართოს  კომპეტენტურ უწყებებს, რათა  ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ წარმოქმნილი პრობლემები. 

მიიღეს გადაწყვეტილება (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2012 წლის 6 დეკემბერს ხელმოწერილ ,,საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირებას. 

კობა დავითაშვილმა სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა  საქართველოს პარლამენტის წევრს დავით ონოფრიშვილს, რომელმაც საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი  ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დავით ონოფრიშვილი -  როგორც კანონპროექტის ავტორმა აღნიშნა კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ კანონის 50- მუხლი არ იძლევა საჯარო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ 65 წლის ასაკიდან გამოცდილი და კვალიფიციური კადრების მიღების შესაძლებლობას. კანონპროექტის მიზანია საჭიროების შემთხვევაში ხელი შეეწყოს საპენსიო ასაკში მყოფი პროფესიონალი პირების საჯარო სამსახურში მიღებას და მათი გამოცდილების გამოყენებას. წარმოდგენილი კანონპროექტით კეთდება 50- მუხლის დაზუსტება და შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის აღარ გავრცელდება საჯარო სამსახურში ყოფნაზე თუ მიღებაზე კანონით დაწესებული ზღვრული ასაკი.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. კამათში მონაწილეობა მიიღო თავად კანონპროექტის ავტორმა და სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა, კერძოდ: კობა დავითაშვილმა, ირინე იმერლიშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და გიორგი წერეთელმა. ბატონი კობა დავითაშვილის წინადადება იყო ის, რომ საპენსიო ასაკი არ უნდა იყოს არც შტატგარეშე და არც საჯარო მოხელის საჯარო სამსახურში ყოფნის ან მიღების დამაბრკოლებელი საშუალება. 

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება: კომიტეტი  მიზანშეწონილად მიიჩნევს  „საჯარო სამსახურის შესახებ  საქართველოს  კანონით  დაწესებული  საჯარო  სამსახურში  ყოფნის  ზღვრული ასაკის (65 წლის) გაუქმებას. გამომდინარე აქედან, საპენსიო ასაკი არ იქნება საჯარო მოხელისა და შტატგარეშე თანამშრომლისათვის საჯარო სამსახურში მიღებისა და ყოფნის დამაბრკოლებელი საშუალება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის. 

სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით ლომიძეს

 დავით ლომიძე - მან სხდომაზე I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონპროექტის მიღების მიზეზია: სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართელოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პირის ასაკი, დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგო და მუშაობის სტაჟი. 2005 წელს, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №55 ბრძანებით განხორციელდა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ზრდა, თუმცა, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიების გადასინჯვა გადაიდო 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო აღნიშნული კანონიდან აღნიშნული მუხლი ამოღებულ იქნა 2005 წლის 23 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ძალოვან სტრუქტურებში  2005 წლამდე არსებული თანამდებობები არ შეესაბამებოდა ამ სტრუქტურებში 2005 წლის შემდეგ არსებულ თანამდებობებს, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ გაუქმებული იყო, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდიდა პენსიების გადაანგარიშებას. დღესდღეობით, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში არსებული განსახვავებული სახელფასო ბადე იწვევდა იმას, რომ ხშირად, დანამატები არ გაითვალისწინებოდა ხელფასში დასახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ, ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაცია გამოდის სახელმწიფო პენსიაზე ბევრად ნაკლები. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოიშვა ერთგვარი უთანაბრობა ერთი და იგივე წოდების პირთა კომპენსაციების ოდენობებს შორის.

გარდა ამისა, სამოქალაქო ავიაციის მუშაკთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ხორციელდებოდა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოდან და კომპენსაციის ოდენობა არ აღემატებოდა 108 ლარს.

შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია კომპენსაციის ოდენობებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრის აუცილებლობა.

რაც შეეხება კანონპროექტის მიზანს, მისი მიზანია ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ამ პირთათვის და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებაკანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, არის ის, რომ კომპენსაციის გაანგარიშებისას  მხედველობაში აღარ მიიღება პირის ხელფასი და გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

 „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება, ან შესაბამისი სამხედრო სამსახურიპირის ასაკი (65 წელს ზემოთ ან 65 წლამდე) და შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟი.

კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება შემდეგი წესით: 65 წელს ზემოთ დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - 5-ზე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -15-ზე. კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოაღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80%-.

სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება ამავე პრინციპით განხორციელდება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. კერძოდ, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობით - ხომალდის მეთაურისათვის; საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობითმეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობითბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე  საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა  თვითმფრინავებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის, ასევე ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა) გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღები ოჯახებისათვის.

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცლებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს დაახლოებით 19 მლნ. ლარს, ხოლო აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაუმჯობესდება ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობა. კერძოდ, გადაანგარიშების შემდეგ 15 ათასზე მეტი პირი მიიღებს გაზრდილი ოდენობის  სახელმწიფო კომპენსაციას.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება: კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის  წესით  წარმოდგენილ: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური  სტიპენდიის  შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის ზოგად პრინციპებსა და ძირითად დებულებებს და მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვა.

სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა კობა დავითაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტების: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კომიტეტზე წარმოსადგენად სიტყვა გადასცა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ბატონ  დიმიტრი გვინდაძეს.

დიმიტრი გვინდაძე - როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობების გაზრდა. ამავდროულად, კანონის მიზანია ნაცვლად სახელმწიფო კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრისა დაწესდეს მინიმალური ზღვარი კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე. კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს აგრეთვე აღნიშნული კატეგორიის პირებისათვის დაზვერვის სამსახურის სპეციალური სახელმწიფო წოდების მქონე პირების გათანაბრება. კანონპროექტის მიღების მიზანი, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა არის ძალოვან უწყებათა პენსიონერების და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის მოწესრიგება, აგრეთვე დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზე კანონის დებულების გავრცელება. კანონპროექტით გათვალისიწნებულ ხარჯების დაფინანსება,  როგორც მომხსენებელმა აღნიშნა  უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონპროექტს, მისი მიღების მიზეზია ის საკანონმდებლოს ცვლილებები, რომლებიც შედის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონში და რომელიც ითვალისწინებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობების გაზრდას. ამავდროულად, კანონის მიზანია კანონის მოქმედ რედაქციას დაემატოს ნორმა, რომლითაც გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრთა სოციალური დაცვა განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მარჩენალი გარდაიცვალა კომპენსაციის მიღების (შეჩერება/შეწყვეტის) პერიოდში. კანონპროექტის მიზანია ასევე სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობა შეეძლოთ, ასევე დაზვერვის სამსახურის თადარიგში დათხოვნილ პირებს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანოპროექტის მიზანია კანონის დებულებათა ჰარმონიზება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონთან და ასევე გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის მოწესრიგება მარჩენალის გარდაცვალებისას. ხოლო რაც შეეხება კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს, როგორც დიმიტრი გვინდაძემ მიუთითა უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მომხსენებელის გამოსვლის შემდეგ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა: კობა დავითაშვილმა, გიორგი წერეთელმა, მიხეილ მაჭავარიანმა და სხვებმა. ვინაიდან კანონპროექტის მიღება პარლამენტის მიერ გამოიწვევს მიმდინარე წლის საბიუჯეტო სახსრების ზრდას, რაც არ არის გათვალისწინებული ,,საქართველოს 2013 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონში. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 93- მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147- მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას, ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, კომიტეტი შეუძლებლად თვლის მის განხილვას პარლამენტის სხდომაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

კომიტეტს  შეუძლებლად  მიაჩნია   საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი  საქართველოს  კანონის პროექტების: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო  აკადემიური  სტიპენდიის  შესახებ  საქართველოს  კანონში ცვლილების  შეტანის  თაობაზე’’ და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან  თადარიგში  დათხოვნილ  პირთა  და  მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის  შესახებ’’  საქართველოს  კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის სხდომაზე განხილვა.

ბოლო საკითხი რითაც სხდომამ დაამთავრა მუშაობა იყო - ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სხდომაზე წარმოადგინა სვეტლანა აგბამ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა  კანონპროექტის მიღების მიზეზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ასევე ყოფილი უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის წევრთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის წესისა და პირობების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა. იგი მიზნად ისახავს შემოღებულ იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ასევე ყოფილი უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას.  ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად არის ის, რომ უმაღლესი საბჭოს წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო უმაღლესი საბჭოს წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მისი მოქმედება ასევე გავრცელდება 1991 და 1996 წლებში არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და 2001 წელს არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილ წევრებზეც, საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში. კანონპროექტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობა შეეძლებათ, თუ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მისაღებად კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო კომპენსაციის გაცემა მოხდება კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების დღიდან.    კომპენსაციის ოდენობად კანონპროექტით დგინდება მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასის მესამედი, რომელიც არ იქნება კანონით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვარზე მეტი. კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება კი, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვინაიდან კანონპროექტის მიღება პარლამენტის მიერ გამოიწვევს მიმდინარე წლის საბიუჯეტო სახსრების ზრდას, რაც არ არის გათვალისწინებული ,,საქართველოს 2013 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონში. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 93- მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147- მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას, ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ. საქართველოს მთავრობა კი არ ეთანხმება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებას. ყოველივე მის გათვალისწინებით კომიტეტმა შეუძლებლად მიიჩნია კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.

მიიღეს გადაწყვიტილება: კომიტეტს შეუძლებლად მიაჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტის: ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (#07-2/20; 28.12.2012.) პარლამენტის სხდომაზე განხილვა.

               

                              კობა დავითაშვილი

                კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

               

             სხდომის მდივანი

                        მაია ესებუა

 
modules