სხდომის ოქმი #1

 

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის

 საორგანიზაციო სხდომის  

ო    ქ    მ    ი   #1 

 22 ოქტომბერი, 2012 .  17.00. სთ.

პირველი დარბაზი

 

სხდომას უძღვებოდა:  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბასანიკიძე. 

სხდომას ესწრებოდნენ : 

კომიტეტის წევრები  - მალხაზ ვახტანგაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, მერაბ კაჭახიძე, დემურ ბაშელეიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ანზორ ბოლქვაძე, დავით დარცმელიძე.

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ირაკლი ალასანია, ზაზა კედელაშვილი, როლანდ ახალაია. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9  წევრის დასწრებით. 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

კომიტეტის აპარატის მოხელეები, მასმედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. 

      

1. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის დებულების შემუშავება;  

2. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.                

 მომხსენებელი:    

ბასანიკიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის   

                              თავმჯდომარე. 

                                   სხდომის თავმჯდომარე მიესალმა  მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის კომიტეტის წევრებს და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. 

                სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით,

ბასანიკიძემ ისაუბრა  მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის ფუნქციების  შესახებ.  აღნიშნა, რომ  კომიტეტის საქმიანობა უნდა წარიმართოს ორი მიმართულებით: რეგიონალური - კავკასიური  და  ქართულ დიასპორებთან ურთიერთობის.

ბასანიკიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის დებულების პროექტი.

კომიტეტის წევრებს დებულების პროექტის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ.

  ამასთან, ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დებულების მიღების შემდეგ, გაწეული მუშაობის ანალიზის საფუძველზე, დებულების სრულყოფის მიზნით, შესაძლებელია მასში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. 

სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა. 

კომიტეტმა გადაწყვიტა: 

მოწონებულ იქნ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულების პროექტი და დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 

                 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე  საკითხთან  დაკავშირებით, 

სხდომის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39- მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილები შესაბამისად, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობზე წარადგინა მალხაზ ვახტანგაშვილის კანდიდატურა. 

ბასანიკიძემ აღნიშნა, რომ, გამოიყენა რა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39- მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლება, საპარლამენტო უმრავლესობამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოადგინა დემურ ბაშელეიშვილის კანდიდატურა, ხოლო   საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოადგინა ნუგზარ წიკლაურის  კანდიდატურა  (წერილი # 01/03. 21.10.2012).

 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სხვა კანდიდატურ არ დასახელებულა. 

      კომიტეტმა გადაწყვიტა: 

1.კომიტეტმა ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერთხმად აირჩია მალხაზ ვახტანგაშვილი; 
2.კომიტეტმა ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეერთხმად აირჩია დემურ ბაშელეიშვილი; 
3.კომიტეტმა ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეერთხმად აირჩია ნუგზარ წიკლაური.

 

  

 

   სხდომის თავმჯდომარე                                                                  ბასანიკიძე

  

   სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა