სხდომის ოქმი #2

 

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის

სხდომის

  ო    ქ    მ    ი    N 2

 

 23 ოქტომბერი, 2012 .  16.00. სთ.

მესამე ოთახი

 

 

სხდომას უძღვებოდა:  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბასანიკიძე. 

სხდომას ესწრებოდნენ : 

კომიტეტის წევრები  - მალხაზ ვახტანგაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, მერაბ კაჭახიძე, დემურ ბაშელეიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ანზორ ბოლქვაძე, დავით დარცმელიძე, როლანდ ახალაია.

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ირაკლი ალასანია, ზაზა კედელაშვილი. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10  წევრის დასწრებით. 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე - ხათუნა კაპანაძე, კომიტეტის აპარატის მოხელეები, მასმედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 

    

 

საქართველოს მთავრობის და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი  

             მომხსენებელი:             

            კონსტანტინე სურგულაძედიასპორის საკითხებში სახელმწიფო

                                                                     მინისტრობის კანდიდატი.                  

                                   სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარდგენილი დღის წესრიგი. 

კომოიტეტის წევრებს გაეცნოთ მთავრობის წევრთა კანდიდატურები და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის  ბიოგრაფიული მონაცემები. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან  დაკავშირებით, 

მოისმინეს კონსტანტინე სურგულაძის  მოხსენება. მან  კომიტეტის წევრებს გააცნო სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის  ძირითადი მიმართულებები. მისი განცხადებით, პროგრამაში მკაფიოდ არის გეწერილი პრიორიტეტული მიმართულებები სფეროების მიხედვით. ისაუბრა საგარეო მიმართულებებზე,  ეკონომიკურ პოლიტიკაზე,   სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე. ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში არა მარტო შეწყდება საქართველოდან მოსახლეობის გადინება, არამედ ათასობით თანამემამულე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.

 დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის განცხადებით,  მისი სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტი იქნება როგორც ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნება, ასევე იმ ხალხზე ზრუნვა, რომლებიც უცხო ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ.   ამასთან, უმთავრესია ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია. აუცილებელია, მათ  სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობის თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  საზღვრებს გარეთ გასული ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა საგანგაშოა, პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ახალი თაობები, რომლებიც იქ იბადებიან არიან საფრთხის ქვეშ დაკარგონ ეროვნული, ქართული  თვითშეგნება და იდენტობა. ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების მნიშვნელობასა და სამომავლოდ მათი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდისა და სპეციალური პროგრამების შემუშავების აუცილებლობაზე.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გაეცნო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, ის, აპარატთან ერთად, ყველა მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტს მიიყვანს ბოლომდე და ასევე შეიმუშავებს არაერთ ახალსაც. პრიორიტეტული იქნება იმ პროგრამების  განხორციელება, რომლებიც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების  ქართული იდენტობისა და  თვითშეგნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

კონსტანტინე სურგულაძის  განცხადებით, აუცილებელია ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც დაეფუძნება საკონსულო აღრიცხვის,    სამოქალაქო რეესტრის და სასაზღვრო პოლიციის რეალურ მონაცემებს. ამ ბაზაში დარეგისტრირება შეეძლება ყველას, მათ შორის არალეგალებსაც, რომლებსაც არ ექნებათ იმის შიში, რომ ბაზაში დარეგისტრირებით დეპორტი დაემუქრებათ. აღრიცხვა იქნება ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. მათ ექნებათ სრული უფლება მიუთითონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც თავად სურთ. ეს ბაზა სამომავლოდ დაგვეხმარება გავიგოთ უფრო ზუსტად რამდენი ჩვენი თანამემამულეა საზგვარგარეთ. ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარჩევნო  სიების ფორმირებაში.

კომიტეტის წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები საქართველოდან გასული მოსახლეობის რეალური რაოდენობის და არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელის შემშლელი ობიექტური მიზეზების თაობაზე.  ამასთან, ნუგზარ წიკლაურმა მიმართა მინისიტრობის კანდიდატს შეკითხვით - იცნობს თუ არა ის კანონს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ და როგორ აფასებს ამ კანონს.

კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, რომ  მიესალმება წინა მოწვევის პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას, თუმცა გააჩნია არსებითი სახის შენიშვნები, რომლებიც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტას. კერძოდ, მას მიაჩნია, რომ  თანამემამულის მოწმობის საფასური არის ძალიან მაღალი და ბევრად აღემატება დოკუმენტის თვითღირებულებას. არასწორად მიიჩნევს საბუთზე ვადების დაწესებასა და საქართველოში უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობას. ვინაიდან, თანამემამულის სტატუსის მქონე პირს საქართველოში უვიზოდ ყოფნა შეუძლია მხოლოდ 30 დღე, მაშინ როცა მრავალი ქვეყნის უცხოელი მოქალაქისათვის ეს ვადა განისაზღვრება 365 დღით. სამომავლოდ ის, კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ, გეგმავს კანონში გარკვეული ცვლილებებისა და დამატებბების შეტანას.

მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრთა კანდიდატურებისა და სამთავრობო პროგრამასითვის  ნდობის გამოსაცხადებლად  კანონმდებლობა ითვალისწინებს ფარული კენჭისყრის ჩატარებას, რის გამოც დასვა ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის საკითხი.

ხმის დამთვლელი კომისიის წევრებად არჩეულ იქნენ: მერაბ კაჭახიძე (კომისიის თავმჯდომარე), დავით ბერძენიშვილი, დავით დარცმელიძე (საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი).

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელსაინტერესო მოხსენებითვის, გამოთქვა სამომავლო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

ჩატარდა ფარული კენჭისყრა. ხმის დამთვლელი კომისიის მიერ გაიხსნა დალუქული ყუთი. ბიულეტენების დათვლის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი შედეგი: მომხრე 6 (ექვსი) - წინააღმდეგი 4 (ოთხი).

ფარული კენჭისყრის შედეგები გაეცნოთ კომიტეტის წევრებს.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით,  ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის წევრთა კანდიდატურებსა და სამთავრობო პროგრამას.

 

  

 

სხდომის თავმჯდომარე                                                     ბასანიკიძე

  

   სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
modules