სხდომის ოქმი #5

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის  საკითხთა, ევროპასთან  ინტეგრაციისა და   საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების

ერთობლივი სხდომის  

ო    ქ    მ    ი    N 5 

 

 4  დეკემბერი, 2012 .  12.00. სთ.

მე-5 ოთახი

 

 

სხდომას უძღვებოდნენ:  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  თედო ჯაფარიძე (სხდომის თავმჯდომარე),  ევროპასთან  ინტეგრაციის ომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მალხაზ ვახტანგაშვილი. 

სხდომას ესწრებოდნენ: 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები  - მალხაზ ვახტანგაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, დავით ბერძენიშვილი, თამაზ შიოშვილი, პაატა ბარათაშვილი (დემურ ბაშელეიშვილის ადგილმონაცვლე), ომარ ნიშნიანიძე (მახირ დარზიევის ადგილმონაცვლე), გიორგი ხაჩიძე (ნუგზარ წიკლაურის ადგილმონაცვლე), ომარ მეგრელიძე (ანზორ ბოლქვაძის ადგილმონაცვლე), ვახტანგ ლემონჯავა (დავით დარცმელიძის ადგილმონაცვლე), შოთა მალაშხია (ზაზა კედელაშვილის ადგილმონაცვლე). 

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - გუბაზ სანიკიძე, როლანდ ახალაია.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დავით ებრალიძე,  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ზაალ სარაჯიშვილი, კომიტეტის აპარატის მოხელეები, მასმედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 

    

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ -  განხილვა

            მომხსენებელი:

                დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 
               

                                   სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან  დაკავშირებით,

 

მოისმინეს დავით ებრალიძის  ინფორმაცია. მან წარმოადგინა კანონის პროექტი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

მინისტრის მოადგილის  ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება წარმოადგენს. შემოსულობების ნაწილში ცვლილებები, ძირითადად, დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით გრძელვადიანი კრედიტების შემცირებასთან. გარდა ამისა, ხორციელდება შემოსულობების სხვადასხვა კატეგორიების კორექტირება და ბიუჯეტში აისახება წლის განმავლობაში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული მიზნობრივი გრანტები.
             დავით ებრალიძის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება სხვადასხვა სამინისტროების ზოგიერთი პროგრამის დეფიციტის დაფინანსებას უკავშირდება. მისივე თქმით, დეფიციტური პროგრამების დაფინანსების გარდა, გამონახული თავისუფალი რესურსი უკვე მიმდინარე წელს ახალი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის - სოფლის მეურნეობის დამატებით  დასაფინანსებლად მიიმართება. ამგვარად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 8 მლრდ. 158 მლნ. ლარით განისაზღვრება, რაც დამტკიცებულზე 84 მლნ. ლარით ნაკლებია. საბიუჯეტო სახსრებში ცვლილებები, ძირითადად, შემდეგ მიმართულებებს შეეხება: სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებ. ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილებები მთლიანობაში გავლენას არ მოახდენს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელზე და ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში კვლავ 3,5%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7%-ის ფარგლებში.

 

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

 კომიტეტმა გადაწყვიტა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ხმათა უმრავლესობით, მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონის პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის განხილვას.

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                     ბასანიკიძე

 

 

   სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა

 

 
modules