|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომის
ო ქ მ ი N 7
7 თებერვალი, 2013 წ. 14.00. სთ.
მე-3 ოთახი
სხდომას უძღვებოდნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე (სხდომის თავმჯდომარე),
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ :
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები - მალხაზ ვახტანგაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, მერაბ კაჭახიძე, დემურ ბაშელეიშვილი, დავით ბერძენიშვილი, თამაზ შიოშვილი, მახირ დარზიევი, ნუგზარ წიკლაური, ანზორ ბოლქვაძე, დავით დარცმელიძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - როლანდ ახალაია და ზაზა კედელაშვილი.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარმოდგენილი ზაზა კანდელაკის კანდიდატურის განხილვა;
2. აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარმოდგენილი არჩილ გეგეშიძის კანდიდატურის განხილვა;
3. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარმოდგენილი თეიმურაზ ჯანჯალიას კანდიდატურის განხილვა;
4. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარმოდგენილი მიხეილ უკლებას კანდიდატურის განხილვა;
5. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძის კანდიდატურის განხილვა;
6. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარმოდგენილი ზაალ გოგსაძის კანდიდატურის განხილვა;
7. საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე და UNESCO- ში საქართველოს მუდმივ წარმოდგენილად ეკა სირაძე-დელონეს კანდიდატურის განხილვა.
მომხსენებელი:
გიორგი ხელაია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით,
|
მოისმინეს გიორგი ხელაიას ინფორმაცია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ-ში, უკრაინაში, უნგრეთის, ლატვიის, იტალიის, ჩეხეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე დასანიშნად წარმოდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცმები.
სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული როლი ეკისრება ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ელჩობის კანდიდატებს კონკრეტული წარმატებები და მიღწევები აქვთ დიპლომატიურ საქმიანობაში და მათი მოღვაწეობა საქართველოს მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს.
გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა უცხოეთში არსებული ქართული დიასპორების როლზე ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციის საქმეში და მოუწოდა ელჩობის კანდიდატებს გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გააძლიერონ კონტაქტები ქართულ სათვისტომოებთან და უზრუნველყონ მათი მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირები სქართველოსთან.
სხდომაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობებზე დასანიშნად წარმოდგენილმა კანდიდატებმა წარმოადგინეს სამოქმედო გეგმები და საკუთარი ხედვები.
ელჩობის კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება. საქართველოს ინტეგრირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში კვლავაც პრიორიტეტული საკითხია. ასევე ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. მათ განაცხადეს, რომ ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირებას, ტურიზმის განვითარებას. ისინი ასევე გაატარებენ კონკრეტულ ღონისძიებებს ევროკავშირის და ადგილსამყოფელი ქვეყნების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის სათანადო შეფასებასა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საკითხს.
ელჩობის კანდიდატებმა ასევე აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ–ერთი ძირითადი მოვალეობაა და ისინი სათანადო ყურადღებას დაუთმობენ უცხოეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებთან ურთიერთობას, რათა მათ შეძლონ ფუნქციონირება და დაამყარონ მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და ბიზნეს კავშირები საქართველოსთან.
ელჩობის კანდიდატებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად ითანამშრომლონ საპარლამენტო კომიტეტებთან და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, თანხმობას უცხადებს წარმოდგენილ კანდიდატურებს და მხარს უჭერს საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე
სხდომის მდივანი ნათია გოგუა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|