სხდომის ოქმი #8

 

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა,  ევროპასთან  ინტეგრაციისა  და   საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების   ერთობლივი სხდომის 

ო    ქ    მ    ი    N 8

 

18 თებერვალი, 2013 .  12.00. სთ.

მე-4 ოთახი

 

 

 

სხდომას უძღვებოდნენ:  ევროპასთან  ინტეგრაციის ომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე (სხდომის თავმჯდომარე), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  თედო ჯაფარიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბასანიკიძე.

 

სხდომას ესწრებოდნენ :

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები  - მალხაზ ვახტანგაშვილი, მერაბ კაჭახიძე, თამაზ შიოშვილი, ანზორ ბოლქვაძე, მახირ დარზიევი, დავით ბერძენიშვილი, ანი მიროტაძე (თეიმურაზ ჩხაიძის ადგილმონაცვლე), პაატა ბარათაშვილი (დემურ ბაშელეიშვილის ადგილმონაცვლე).

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ნუგზარ წიკლაური, როლანდ ახალაია, დავით დარცმელიძე და ზაზა კედელაშვილი.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 9  წევრის დასწრებით.

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები. 

 

    

 

1. ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ნატალია საბანაძის კანდიდატურის განხილვა; 

2. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურის განხილვა; 

მომხსენებელი: 

გიორგი ხელაია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 

3. პარლამენტის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტისსაქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებგანხილვა; 

მომხსენებელი: 

გიორგი ბარამიძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.                                                   

 

                სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.  

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   პირველ და მეორე საკითხთან  დაკავშირებით,

 

     მოისმინეს გიორგი ხელაიას ინფორმაცია. საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ  კომიტეტის  წევრებს გააცნო  საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბელგიის სამეფოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე დასანიშნად წარმოდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცმები.

 

                 სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული როლი ეკისრება ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ელჩობის კანდიდატებს კონკრეტული წარმატებები და მიღწევები აქვთ დიპლომატიურ საქმიანობაში და მათი მოღვაწეობა საქართველოს მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს.

 

გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა უცხოეთში არსებული ქართული დიასპორების როლზე ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციის საქმეში და მოუწოდა ელჩობის კანდიდატებს გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გააძლიერონ კონტაქტები ქართულ სათვისტომოებთან და უზრუნველყონ მათი მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირები სქართველოსთან.

 

                სხდომაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობებზე დასანიშნად წარმოდგენილმა კანდიდატებმა  წარმოადგინეს  სამოქმედო გეგმები და საკუთარი ხედვები.

                ელჩობის კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება. საქართველოს ინტეგრირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში კვლავაც პრიორიტეტული საკითხია. ასევე ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. მათ   ასევე აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების  უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ–ერთი ძირითადი მოვალეობაა და ისინი სათანადო ყურადღებას დაუთმობენ უცხოეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებთან ურთიერთობას, რათა მათ შეძლონ ფუნქციონირება და დაამყარონ მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და ბიზნეს კავშირები საქართველოსთან.

 ელჩობის კანდიდატებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად ითანამშრომლონ საპარლამენტოტოო კომიტეტებთან და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა             

 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ფარული კენჭისყრით, ერთხმად, თანხმობას უცხადებს წარმოდგენილ კანდიდატურებს და მხარს უჭერს საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  მესამე საკითხთან  დაკავშირებით,

            მოისმინეს გიორგი ბარამიძის ინფორმაცია.  მისი განცხადებით, კანონის პროექტის მიხედვით, საქართველო განუხრელად გააგრძელებს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური თანამშროლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის. გარდა ამისაუცვლელი რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკა. ბარამიძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია - „კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კურსის უცვლელობა კანონის ძალით დადასტურდეს“. კანონპროექტით იკრძალება რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთების საქართველოში განლაგება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან საქართველოს  ტერიტორიის გადაკვეთა.

 უმცირესობის მოსაზრებითასევე უნდა აიკრძალოს საქართველოში იმ ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგება, რომელსაც ქვეყნის ნებისმიერი ტეირტორია ოკუპირებული აქვს. კანონპროექტით, საქართველო ინარჩუნებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ისწრაფვის დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად.

ამავე კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ არასდროს უნდა აღიაროს აფხაზეთისა და ცვინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამავდროულად, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან გამოითქვა არაერთი შენიშვნა კანონპროექტის მიმართ. კანონპროექტში მთელი რიგი დებულებები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. კერძოდ, მათი მოსაზრებით, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ სვლა დსთ-ში გაწევრიანებას თავისთავად გამორიცხავს. შესაბამისად, ზედმეტია ჩანაწერის გაკეთება, რომ საქართველოს დსთ-ში არ უნდა გაწევრიანდეს

სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ამ სახით კანონპროექტის მხარის დაჭერა სამივე კომიტეტს მიუღებლად მიაჩნია და ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უშუალოდ ამ საკითხზეც  (საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელობაზე),  შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს  უფრო მაღალ  დონეზე.

უმრავლესობის დეპუტატები ერთხამად იზიარებენ პათოსს და საგარეო კურსის ორიენტაციასთან დაკავშირებულ ფასეულობებს, ასევე თანხმობას აცხადებენ კონსტიტუციის პრიამბულაშიც დაფიქსირდეს ეს საკითხი, თუმცა იმ აკრძალვების ჩაწერა რაც კანონპროექტშია, მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მომხსენებელმა გამოთქვა მზაობა უკან გაიწვოს კანონპროექტი,  სანამ არ იქნება მიღწეული კონკრეტული შეთანხმებები ინტერფრაქციულ ჯგუფებს შორის. თუმცა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ, პრინციპების დონეზე, უარყოფითი დასკვნის მიღება, არასწორი იქნება.  

 

კომიტეტმა გადაწყვიტა                

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტში ასახულ პრინციპებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ნატოს წევრობისათვის მომზადების თაობაზე.

                კანონპროექტში ასახულ სხვა პრინციპებს კომიტეტის წევრები მიიჩნევენ არასაკმარისად მომზადებულად და მიზანშეწონილად მიაჩნიათ ამ პრინციპების თაობაზე შემდგომი კონსულტაციების გამართვა.

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                     ბასანიკიძე

 

 

 

   სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
modules