საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ხელშეწყობის ფონდში მოხსენებით წარსდგა
პარასკევი, 15 მარტი 2013 10:22
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში კარნეგის ცენტრში საჯარო მოხსენებით წარსდგა თემაზე: ,,მმართველობა და დემოკრატიული რეფორმები საქართველოში“. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ახალი ხელისუფლების მიერ სხვდასხვა სფოროში დაწყებულ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, კოჰაბიტაციის პროცესზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპერტების შეკითხვებს უპასუხა. ,,აშკარაა, რომ გარკვეული არხებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს განვუმარტეთ მათთვის საინტერესო საკითხები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.