სხდომის ოქმი #9

 

 

 

  

 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

                                                                                                  ოქმი #9

                                                                                                                                                                                                                        21 თებერვალი 2013 წ.

                                                                                                                                                                                                                             ქ. ქუთაისი

                                                                                                                                                                                                                            1400 საათი           

                                                                                                                                                                                                                             #3 დარბაზი

 

 სხდომის თავმჯდომარე                                          დიმიტრი ხუნდაძე

                                                                                  (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                        

 ესწრებოდნენ:                                                  

 

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                    

კომიტეტის წევრები                                        

                                                                             კ. დავითაშვილი

                                                                             კ. კოპალიანი

                                                                             მ.მახარაძე

                                                                             გ. ხეჩინაშვილი

                                                                             გ.გოზალიშვილი

                                                                             პ.კუბლაშვილი

                                                                             ფ. ხალვაში

                                                                             შ.მალაშხია

                                                                             მ. წერეთელი

                                                                             მ.წიკლაური

                                                                             გ.ფოფხაძე

 

სხდომის დღის წესრიგი:

 

1.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“ საქართველოში რეალიზაციის 15 წლიანი გამოცდილება: ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ამჟამინდელი (დღევანდელი)ვითარება, ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეები,პრიორიტეტები, ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის გაუმჯობესების გზები; 

                                                                                                       მომხსენებელი: მარიამ ჯაში 

2. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში თუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა: ეპიდემიოლოგიური ვითარება,ტუბერკულოზის კონტროლის ძლიერი  და სუსუტი მხარეები, პრობლემების გადჭრის გადაუდებელი და სამომავლო სტრატეგია.

                                                                                                მომხსენებელი:  არჩილ თალაკვაძე    

3. ტუბერკულოზის კონტროლის დარგობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების განხილვა.

                                                                                      მომხსენებელი:  გიორგი ხეჩინაშვილი   

4. საორგანიზაციო საკითხები

5.„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-2/36, 07.02.13)

                                                                                                              მომხსენებელი: შალვა ამირეჯიბი  

    კომიტეტის სხდომა გახსნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა მარიამ ჯაშს, რომელმაც წარმოდგვიდგინა ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ამჟამინდელი (დღევანდელი)ვითარება, ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეები,პრიორიტეტები, ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის გაუმჯობესების გზები.

    მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ ტუბერკულოზის მართვის სახელმრიფო პროგრამამ , მნიშვნელოვანი სახეცვლილებები განიცადა 2012 წელს. კერძოდ: 1.ამბულატორიული მომსახურება გახდა“ვაუჩერული“, ანუ დაფინანსების მექანიზმი გახდა პაციანტების რაოდენობა და არა  გლობალური ბიუჯეტი: ამ მიზნით განისაზღვრა მომსახურების სახეები და მოხდა მათი განფინასება. 2.გადაიხედა სტაციონარული მომსახურების ერთეულები და საწოლდღის ღირებულება გაიზარდა: 3.ლაბორატორიული მომსახურების კომპონენტის განხორციელება გადაეცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. 4.პროგრამას დაემატა ეპიდზედამხედველობის კომპონენტი.

ამბულატორიული  მომსახურება:

1-2012 წლის 1 მარტიდან ეჭვით ტუბერკულოზზე გამოკვლეული იყო 9844პირი (პროგნოზის 87%),აქედან 746 (პროგნოზის 100%) ბავშვი ფა 271 პირი -ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე(პროგნოზის75%). 

          2-2012 წლის 1 მარტიდან გამოკვლეული იყო 3776 კონტაქტი(პროგნიზის 120%)-აქედან 1220ბავშვი და 189 სამედიცინო პერსონალი/სასჯელაღსრულების მუშაკი(პროგნოზის 70%).

          3-2012 წლის 1 მარტიდან სენსიტიური ტუბერკულოზის მკურნალობის 17446თვის  ვაიჩერი დაფინანსდა (ანუ , საშუალოდ თვეში 1940პირი გადიოდა მკურნალობას), რაც საპროგნოზო ოდენობის 88%-ს შეადგენს.

       4-2012 წლის 1 მარტიდან რეზისტენტურული ტუბერკულოზის მკურნალობის 5273 თვის  ვაუჩერი დაფინანსდა ( ანუ , საშუალოდ თვეში 585 პირი გადიოდა მკურნალობას ) რაც საპროგნოზო ოდენობის 91% ს შეადგენს.

          5-2012 წლის 1 მარტიდან ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობის 661 თვის ვაუჩერი დაფინანსდა ( ანუ , საშუალოდ თვეში 73 პირი გადიოდამკურნალობას), რაც საპროგნოზო ოდენობის 73% შეადგენს.

      სტაციონარული მკურნალობა: 2012 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 126815 საწოლდღე დაფინანსდა ,რაც საპროგნოზო ოდენობის 100%- შეადგენს.

       ლაბორატორიული კონტროლი:

       1.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში 2012 წელს განხორციელდა 69,4 ათასი ბაქტერიოსკოპული კვლევა: სადიაგნოსტიკო კვლევა 47,7 ათასი , ქიმიოკონტროლი 21,5 ათასი, სადიაგნოსტიკოდ გამოკვლეულ პაციენთა რაოდენობამ შეადგინა 27,0, ხოლო ქიმიოკონტროლზე გამოკვლეულ პაციენთა რაოდენობა იყო 10,4, ბაქტერიოლოგიური (კულტურალური)კვლევების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით  3873. სულ გამოკვლეულ პაციენტთა რაოდენობა შეადგენს  38425-ს.            

    2.ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წლის აპრილიდან ჩატარებული ბაქტერიოლოგიური (კულტურალური) კვლევების რაოდენობა შეადგენს 5915 ს, ანტიბიოტიკომგრძნობელობა  1რიგის - 2846 ს, ანტიბიოტიკომგრძნობელობა 2  რიგის -787-ს    

        სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა არჩილ თალაკვაძეს , რომელმაც წარმოგვიდგინა  თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა: ეპიდემიოლოგიური ვითარება,ტუბერკულოზის კონტროლის ძლიერი  და სუსტი მხარეები, პრობლემების გადაჭრის გადაუდებელი და სამომავლო სტრატეგია.

პროგრამის  მიზანი - პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.

პროგრამის მოსარგებლეები - 1.პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივარ მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოშო მყოფი ბაქტერიაგამომყოფი(მგბ+) პირები და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირები, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამდასურებელი დოკუმენტი( 31.02.2012 N352) 2.მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

 

   სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს  გიორგი ხეჩინაშვილს, რომელმაც განიხილა   ტუბერკულოზის კონტროლის დარგობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან  და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები.

საბჭოს საქმიანობის მიზანი: საბჭოს საქმიანობის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული  მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისათვის  რეკომენდაციების, საკანონმდებლო წინადადებების , სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავება.

საბჭოს საქმიანობის ამოცანებია:

1.ჯანდაცვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში  და შესაბამის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში მონაწილეობა.2.ჯანდაცვის სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.3.ჯანდაცვის სისტემის ადეკვატურად ადმინისრტირებისათვის შესაფასებელი კრიტერიუმების შემუშავება. 4.ჯანდაცვის ხარჯების შესწავლა/შედარება/რეკომენდაციების შემუშავება. 5.სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. 6.სახელმწიფო , არასამთავრობო , საერთაშორისო ორგანიზაციებთან  მუშაობა. 7.საზოგადოებრივი აზრის გააქტიურება. 8.სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვადსხვა მომსახურების დაფინანსების ფორმისა და შესაძლებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება.9.პრობლემებზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფების შექმნა.10.საბჭოს წევრების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დოკუმენტირება.11.საბჭოს წევრების მიერ გაწეული სამუშაოს ანალიზი და საჭიროებების გამოკვეთა. 12.საქართველოს პარლამენტის ვებპორტალისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება.

  კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ტუბერკულოზის კონტროლის დარგობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას.

    სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ  სიტყვა გადასცა შალვა ამირეჯიბს,რომელმაც კომიტეტს პირველი მოსმენი განსახილველად წარმოუდგინა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-2/36, 07.02.13)

კანონპროექტის მიზანი - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-2/36, 07.02.13)

 წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია ასახული იქნეს ის ცვლილებები , რომლის მიხედვითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ჩამოყალიბდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ. ასევე ხდება მისი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

კანონპროექტის არსი - მომზადებული კანონის პროექტით ცვლილებები შედის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-2/36, 07.02.13), კერძოთ იცვლება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება.ასევე ამავე კანონპროექტის“წყლის სააუზო მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი. 

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

                                                                                                    

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

      1.  მიღებულ იქნეს ცნობად კომიტეტისადმი წინასწარ წარმოდგენილი მასალა, რომლის დეტალური  შესწავლისა და გაანალიზების შედეგადაც გამოიკვეთა ქვეყანაში ტუბერკულოზის კონტროლის  შემდეგი ძირითადი სისუსტეები:

ტუბერკულოზის შემთხვევათა მართვა

გასული საუკუნის მიწურულიდან დღემდე  ტუბერკულოზთან  ბრძოლის საერთაშორისო სტრატეგიის  რეალიზაციამ (რომელიც კარგა ხანია, რაც  უზრუნველყოფილია უწყვეტი სახელმწიფო დაფინანსებითა და სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერით),  მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შემთხვევათა გამოვლენა და  დანერგა   დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის  უნივერსალური მისაწვდომობის  მოდელი,  ვერ უზრუნველყო საზოგადოებაში  ტუბერკულოზური ინფექციის ინტენსიური ტრანსმისია, რომლის უტყუარი ნიშნებია:

  • უკანასკნელ წლებში, სამოქალაქო სექტორსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მულტირეზისტენტული (MDR) ტუბერკულოზის ახალ შემთხვევათა ზრდა;
  • MDR პაციენტთა შორის მკურნალობის შეწყვეტის ძალზე მაღალი სიხშირე;
  • სენსიტიურ  ახალ და წარსულში ნამკურნალებ პაციენტთა შორის  წარმატებული მკურნალობის ინდიკატორის არასაკმარისი სიდიდე; უშედეგო და შეწყვეტილი მკურნალობის მაღალი ხვედრითი წილი.

ზემოაღნიშნულის გამო, საქართველო მიეკუთვნება მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყანათა ჯგუფს.

ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის  მართვა

ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამას დღემდე არ გააჩნია ორგანიზაციული სტრუქტურა, მართვაში მონაწილე ორგანიზაციების  მოქმედების სისტემურობა და  ერთიანი კოორდინაცია.

არ არის განსაზღვრული უწყებათა და მათში მომუშავე სპეციალისტთა უფლება–მოვალეობები  და პასუხისმგებლობა. სახელმწიფო პროგრამის  მართვის პროცესები დიდწილად არის დამოკიდებული  საერთაშორისო პროექტების სიმძლავრეებსა და რესურსებზე.  ასეთი მიდგომა, ახლო მომავალში დამოუკიდებელ რეჟიმზე პროგრამის გადასვლის შემდეგ,   სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებს მართვა–კოორდინაციის  მდგრადობას.

 

ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ადამიანური რესურსები

ტუბერკულოზის კონტროლის სისტემისათვის  დღემდე  არ არის შემუშავებული  როგორც სამედიცინო  სერვისების მიმწოდებელი, ისე  ადმინისტრაციული და სხვა  ადამიანური რესურსების განვითარების გეგმა. ამიტომ,  ტუბერკულოზის კონტროლის არაერთი კომპონენტი  დიდწილად არის  დამოკიდებული საერთაშორისო  პროექტების  ადამიანურ რესურსებზე, რაც  ეჭვის ქვეშ აყენებს პროგრამის მდგრადობას.

ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი და შეფასება

სახელმწიფო პროგრამა დღემდე არ არის უზრუნველყოფილი  მონიტორინგისა და შეფასების ადექვატური სისტემით.  კერძოდ:

მონიტორინგის კომპონენტი, რომელიც ძირითადში სუპერვიზიას გულისხმობს,  არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და დამოკიდებულია  საერთაშორისო პროექტების რესურსებზე. სრულად არ არის გამოყენებული მონიტორინგის საყოველთაოდ  რეკომენდირებული თანამედროვე საშუალებები .

შეფასების კომპონენტის ფარგლებში,   პროგრამის  ეფექტურობის  განმსაზღვრელი  აუცილებელი ოპერატიული კვლევები, საერთაშორისო დაფინანსების არსებობის მიუხედავად, დღემდე არ ჩატარებულა.

 

ტუბერკულოზის კონტროლი პენიტენციალურ  სისტემაში

უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კონტინგენტის სულ მცირე,  გასამმაგებამ, შესაბამისად ინფექციის გადაცემაზე კონტროლის მოშლამ  და სამედიცინო დახმარების არაადექვატურობამ დრამატულად გააუარესა ტუბერკულოზის მხრივ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რამაც კიდევ უფრო  გაზარდა ლეტალობა. ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში გატარებულმა გადაუდებელმა  ეპიდემიოლოგიურმა ღონისძიებებმა და პენიტენციური სექტორის ჯანდაცვის სისტემის გამჭირვალეობაზე ორიენტაციამ,  ერთგვარად გააუმჯობესა  ტუბერკულოზის კონტროლი, თუმცა ვითარება სერიოზულია და ამ ინფექციასთან  ბრძოლის არაერთი აქტივობის წარმოებას საჭიროებს.

1. რეკომენდაცია გაეწიოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებს, რათა მათი უშუალო ხელმძღვანელობით ტუბერკულოზის კონტროლზე პასუხისმგებელმა  უწყებებმა დარგის  ექსპერტებმა   და  ყველა დაინტერესებულმა მხარემდეტალურად გაანალიზონ ქვეყანაში  ამ  სნეულებასთან ბრძოლის   საკვანძო საკითხები და შეიმუშავონ  სამოქმედო გეგმარომლის ეტაპობრივი რეალიზაციის შედეგი იქნება:

2.1. სახელმწიფო პროგრამის    მართვაკოორდინაციის თანამედროვე და მდგრადი სისტემის შექმნა;

 2.2. ტუბერკულოზის  კონტროლის  სისტემისათვის ადამიანთა რესურსების განვითარების  თანამედროვე  გეგმის  შემუშავება;            

2.3.  მონიტორინგისა და შეფასების  თანამედროვე და მდგრადი  მოდელის არსებობა;

2.4. ტუბერკულოზის  შემთხვევათა მართვის არსებითი გაუმჯობესება:

  • ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფით;
  • ამბულატორიულ რეჟიმში  უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ წარმოებული ქიმიოთერაპიის  (DOT) რეალურად   დანერგვით;
  • მკურნალობისადმი დამყოლობის გაზრდის ადექვატური  მიდგომების   ამოქმედებით;
  • საყოველთაოდ აღიარებული, ლეგალური  ინოვაციური მიდგომების (მაგ: „მზრუნველობითი მკურნალობის გამოყენება) დანერგვის ხელშეწყობით

2.5. ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამაზე  მუშაობის  დაწყება  2014 წლისათვის მისი წარმატებით განხორციელების მიზნით.

2.6.  პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის კონტროლის განახლებული მოდელის    ამოქმედება;

2.7. საქართველოშო  ტუბერკულოზის კონტროლის ხუთწლიანი (2014–2018..) სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო  გეგმის შემუშავება. 

  1. 3.კომიტეტთანშეიქმნას ტუბერკულოზის კონტროლისდარგობრივი სამუშაოჯგუფი და მის შემადგენლობაში მოწვეულ იქნანსაზოგადოებრივი ჯანდაცვისა დატუბერკულოზის კონტროლისსპეციალისტები და ექსპერტები.
  2. 4.კომიტეტთან არსებულმა ტუბერკულოზის კონტროლის დარგობრივმა  ჯგუფმა:

4.1. უზრუნველყოს ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის საკითხთან  დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და  სუსტი მხარეების იდენტიფიცირება;

4.2. შეისწავლოს საერთაშორისო სამართლებრივი გარემო, ტუბერკულოზის კონტროლის  თვალსაზრისით  ადმინისტრირების  მექანიზმები და პრაქტიკული გამოცდილება;

4.3. შეიმუშაოს, საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის მრავალწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისი,  საერთაშორისო სამართლის აქტებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ბაზა და წარუდგინოს იგი კომიტეტს.

5.         კომიტეტთან არსებულ ტუბერკულოზის  კონტროლის დარგობრივ   ჯგუფს დაევალოს უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის,  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებთან  მჭიდრო თანამშრომლობით;

6. ჯგუფის  კოორდინაცია  დაევალოს  კომიტეტის წევრს, მედ. მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხეჩინაშვილს;

7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა კომიტეტის დებულების საფუძველზე კომიტეტთან შეიქმნას შემდეგი მრჩეველთა საბჭოები:

  1. 1)ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის საკითხებში მრჩეველთა საბჭო
  2. 2)ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველთა საბჭო;
  3. 3)ნერვოლოგიის საკითხებში მრჩეველთა საბჭო;
  4. 4)ანტინარკოტიკული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭო;
  5. 5)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხთა მრჩეველთა საბჭო.
  6. 8.გადაწყვეტილება დადგენილი წესით,  ინფორმირების მიზნით,  გადაეგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებს.

5. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;   “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ; იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; თბილისის ეროვნული პარკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; გარემოს დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის  შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; კანონი ,,საქართველოს საზღვაო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ; სამხედრო პოლიციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ტყის ფონდის მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებ“  საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე; ბორჯომ-ხარაგაულის  დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე; ცხოველთა სამყაროს შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ; სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;  „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; სახელმწიფო ბაჟის ესახებსაქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე;  შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ; სახელმწიფო საიდუმლოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებსაქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსშიცვლილების შეტანის თაობაზე; იარაღის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; რეგულირების საფასურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს საგადასახადო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტების თაობაზე.

(07-2/25, 14.01.2013);  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-2/36, 07.02.13)

          საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2013 წლის 21 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (07-2/25, 14.01.2013); (07-2/36, 07.02.13).

         კომიტეტი მხარს უჭერს ცვლილებას საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში, კერძოდ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზებას საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროდ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდ.         

        კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ კანონპროექტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

                დიმიტრი  ხუნდაძე  

        

            კომიტეტის  თავმჯდომარე

         

 

         სხდომის მდივანი::     რუსუდან ჩარკვიანი

 
modules