| სხდომის ოქმი #11 |
|
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 18 იანვრის სხდომის
მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა იმერლიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ: ირაკლი სესიაშვილი, ალესქსანდრე თამაზაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გიორგი გოზალიშვილი, გიგლა აგულაშვილი, თენგიზ ხუბულური, ირაკლი ჩიქოვანი, დავით დარჩიაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, ტარიელ ლონდარიძე, გუგული მაღრაძის ნაცვლად ფრაქციის თავჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა ომარ ნიშნიანიძე. ქვორუმის დადასტურების შემდეგ, კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა ირინა იმერლიშვილმა. მისი თქმით კანონპროექტში საუბარია მოქმედი პრეზიდენტის დაცვის გამოყოფაზე ძირითადი დაცვის სპეციალური სამსახურიდან, რომელზეც საბოლოოდ შეჯერდნენ უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად. კანონი გასწორდა რედაქციულად, ჩამოყალიბდა პუნქტები, ასევე გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა, რომ 1 თვის ვადაში დაევალოს მთავრობას წარმოადგინოს ცვლილებები იმ კანონებში, რომელსაც გამოიწვევს აღნიშნული კანონის მიღება. კერძოდ: კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შეიქმნება კომისია, რომელიც შესდგება პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც 1 თვის ვადაში იმსჯელებენ გამიჯვნაზე, სამართალმემკვიდრეობაზე და ბიუჯეტზე. მას მერე, რაც მეორე მოსმენით უმცირესობამაც დაუჭირა მხარი ამ პროექტს, საუბარი არის მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებზე. მოხსენების შემდგომ კომიტეტის წევრებმა დასვეს კითხვები. კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გაიმართა კენჭისყრა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პროექტების პარლამენტის სხდომაზე განხილვა. საქართველოს პარლამენტის წევრის ირინა იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მესამე მოსმენა)
სხდომის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
|






