| სხდომის ოქმი #14 |
|
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 21 თებერვლის სხდომის ოქმი №14
სხდომას ესწრებოდნენ: ირაკლი სესიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გიგლა აგულაშვილი, თენგიზ ხუბულური, ვაჟა ჩიტაშვილი, ტარიელ ლონდარიძიე, ირაკლი ჩიქოვანის ნაცვლად ფრაქციის თავჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა თამაზ შიოშვილი. ქვორუმის დადასტურების შემდეგ, კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგინა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შალვა ამირეჯიბმა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების: „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,“საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,“საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კანონის პროექტის “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტს აქვს შემდეგი სახის შენიშვნა. წარმოდგენილი პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელშიც გამორჩენილია ჩანაწერი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის ისეთი სამართლებრივი აქტები როგორიც არის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ და „ეროვნული სამხედრო სტრატეგია“ მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომლის ღია ნაწილი ქვეყნდება, ხოლო სრულიად საიდუმლო ვარიანტი მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მიზანშეწონილია კანონპროექტის რედაქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა, ასევე საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიდა საქმიანობას თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.“ ამასთანავე, საგულისხმოა, რომ საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განმარტებითი ბარათის მიხედვით აღნიშნულ კანონში ცვლილება განპირობებულია მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდების ცვლილებით. კანონპროექტის რედაქციით კი გარდა იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ყალიბდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ასევე სამინისტროების იმ ჩამონათვალს, რომლებსაც აქვთ ნორმატული აქტების დასაიდუმლოების უფლება ემატება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. შესაბამისად კანონპროექტის ზევით მოყვანილი რედაქცია ამ კუთხითაც საჭიროებს დაზუსტებას. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი პროექტების პარლამენტის სხდომაზე განხილვა. სხდომის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი |






