სხდომის ოქმი #15

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 5 მარტის სხდომის

ოქმი №15

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და აქედან გამომდინარე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტრანის თაობაზე".

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ" შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე".

3. 2010 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრების სამსონ ქუთათელაძის, ლაშა თორდიას და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივი წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტისამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“  და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს აკნონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“.

(საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული პირველი მოსმენით)

სხდომას ესწრებოდნენ: ირაკლი სესიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, თენგიზ ხუბულური, ირაკლი ჩიქოვანი, დავით დარჩიაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, კახა ბუცხრიკიძე, გიგლა აგულაშვილის ნაცვლად, ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელების-ს თავჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა წარმოადგინა ფრიდონ საყვარელიძე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხაძემ. მან აღნიშნა, რომ „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმი ითვალისწინებს ცვლილებებს ესტონეთის რესპუბლიკის მხრიდან კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირებულ ცვლილებას და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოების ხარისხის დამატებას.

კომიტეტმა გადაწყვიტა: მიზანშეწონილია პარლამენტის მიერ რატიფიცირება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი წარმოადგინა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შალვა ამირეჯიბმა. მისი თქმით წარმოდგენილი ცვლილებით ხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია და ყალიბდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ. შესაბამისი ცვლილება შედის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში.

წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვა  კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია.

ასევე კომიტეტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 5 მარტს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განიხილა წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტები. კერძოდსაქართველოს პარლამენტის წევრების სამსონ ქუთათელაძის, ლაშა თორდიას და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივი წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტისამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“  და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზედაარასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“. (24.06 2010), რომლებიც პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით იყო მიღებული.

     კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია  საქართველოს პარლამენტის წევრების სამსონ ქუთათელაძის, ლაშა თორდიას და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივი წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის  „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“  და აქედან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“,    განხილვის პროცედურის გაგრძელება.

 

    სხდომის თავჯდომარე                                                                      ირაკლი სესიაშვილი

 

 
modules