საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ლიტვასა და ლატვიაში
ორშაბათი, 18 მარტი 2013 17:09

მიმდინარე წლის 11-15 მარტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ლიტვასა და ლატვიაში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი შედგა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები: ერეკლე ტრიპოსლკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი, ზურაბ აბაშიძე, ნოდარ ებანოიძე და ვალერი გელაშვილი. ქართველმა პარლამენტარებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ლიტვისა და ლატვიის სეიმის სპიკერებთან, კომიტეტების ხელმძღვანელებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მასპინძელმა მხარემ ქართულ დელეგაციას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა თავიანთ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გატარებული რეფრმების შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს დაშვებულ შეცდომებზე და იმ პრობლემებზე, რომლის გამოსწორებისთვის დღესაც ზრუნავენ როგორც ამ ქვეყნების საკანონმდებლო, ასევე თავად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობები.
ქართველი დეპუტატების აზრით, მმართველოლობის სისტემის რეფორმის სათანადო კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს ხელისუფლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება. შეხვედრებზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აღინიშნეს, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ევროპული ტიპის, დეცენტრალიზებული დემოკრატიული და ქმედითი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას.

 

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 18 მარტი 2013 20:30
 
modules