|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის შეხვედრა იტალიელ ბიზნესმენთან, ჯუზეპე გუერინო ასტისთან |
|
Monday, 18 March 2013 18:05 |
|
იტალიელი ინვესტორი, მილანის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, ჯუზეპე გუერინო ასტი საქართველოში საკუთარი ბიზნესის გაფართოებით დაინტერესდა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძის და იტალიელი ბიზნესმენის შეხვედრისას სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ზურაბ ტყემალაძემ იტალიელ ინვესტორს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ბიზნესის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს უზრუნველყოფს. „ნებისმიერი სახის ინვესტიცია საინტერესოა საქართველოსთვის. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს ბიზნეს ინტერესი, რომელიც მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას განაპირობებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. ჯუზეპე გუერინო ასტი საქართველოში, კერძოდ კი ქალაქ ქუთაისში ბრონირებული ავტომობილების წარმოებისთვის საწარმოს გახსნას გეგმავს. მან კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის და შეხვედრის დასასრულს ზურაბ ტყემალაძე მილანში მიიწვია. |
|
Last Updated on Monday, 18 March 2013 18:27 |