ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
ორშაბათი, 18 მარტი 2013 20:13

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
საკომიტეტო მოსმენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა.
სხდომაზე მომხსენებლების რანგში მოწვეულები იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - თამარ ბერუჩაშვილი.

სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2013 წლის ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებზე მუშაობის დასრულების შესახებ რეალურია.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 19 მარტი 2013 13:44
 
modules