|
ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან |
|
სამშაბათი, 19 მარტი 2013 16:26 |
|

19 მარტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
საუბრის უპირველესი თემა საქართველოს საგარეო კურსი და ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები იყო. ვიქტორ დილიძემ ისაუბრა როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის უმთავრეს გამოწვევებზე, ასევე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით "შეხვედრები სტუდენტებთან აუცილებელია, რათა მათ პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე უმთავსერი მოვლენების შესახებ." ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მომავალშიც გეგმავს ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში შეხვედრების ორგანიზებას. დღევანდელი შეხვედრა კი ერთ საათს გაგრძელდა და მას სამასამდე სტუდენტი ესწრებოდა.
 
|
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 15:51 |