|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა |
|
სამშაბათი, 19 მარტი 2013 17:32 |
|

ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოსახლეობის ხარჯზე უკანონოდ რაიმე ტიპის გადასახადის ამოღების გამორიცხვის მიზნით ცვლილებები შედის კანონში "საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტის ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საჭიროა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის მარეგულირებელი ნორმების ერთიან სისტემაში მოქცევა, რომ გამოირიცხოს იმ ტიპის მანიპულაციები, რაც თბილისის საკრებულოს მიერ განხორციელდა მოსაკრებლის მომსახურების საფასურად თბილისელებისათვის დამატებითი ფინანსური ტვირთის დაწესებით. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტი დღეს მეორე მოსმენით განიხილა და კომიტეტის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 19 მარტი 2013 17:51 |