| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფება |
| სამშაბათი, 19 მარტი 2013 17:55 |
|
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფება. ღონისძიებაში მონაწილე სტუმრები 21-24 იანვარს სტრასბურგში ჩატარებული სხდომის ოქმებს განიხილავენ, დაპატიმრების ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ მოხსენებას მოისმენენ, მოქალაქეობაზე ხელმისაწვდომობასა და მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის ეფექტურ იმპლემენტაციაზე ისაუბრებენ. შეხვედრაზე მოხდება იმ წევრებისა და მოადგილეების წარდგენა, რომლებმაც ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2013 წელს ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოსა და ევროპიული კომისიის მართლმსაჯულების ეფექტურობისთვის საბჭოში უნდა წარმოადგინონ. დაგეგმილია ასევე მოხსენების - „კორუფცია, როგორც საფრთხე კანონის უზენაესობისთვის“ განხილვა. ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სამუშაო ვიზიტით ეკა ბესელია პარიზში 18 მარტს გაემგზავრა. |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 19 მარტი 2013 18:31 |






