| პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| სამშაბათი, 19 მარტი 2013 18:54 |
|
"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტს I მოსმენით პარლამენტი ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ბიუროს სხდომაზე 20-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. კანონმდებლები მიმდინარე კვირას 80-მდე საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც 47 კანონპროექტს მოიცავს. ბიუროს წევრებმა სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომების სამუშაო განრიგი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გადაწყდება, რომლის დაწყება 13.00 საათზე იგეგმება. სხდომის დაწყებამდე ბიუროს წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 12:14 |






