| თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა |
| სამშაბათი, 19 მარტი 2013 19:53 |
|
სახელმწიფო დაზვერვის სამსახური საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს პარლამენტის წევრმა, ირინა იმერლიშვილმა წარუდგინა. მისი ინფორმაციით, დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარების სფეროდან გამოიყოფა და მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებად ჩამოყალიბდება. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის სახელმწიფო საიდუმლოების ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებათა გამიჯვნა მოხდება. კანონპროექტის განხილვამ პარლამენტის წევრის, დავით დარჩიაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა. ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, 15 თვიანი სამხედრო სამსახურით დარღვეულია გაწვევის ვადები, რომლებიც გაზაფხულით და შემოდგომით არის განსაზღვრული. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების მიღება სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყოველ 6 თვეში სამხედრო ფორმით უზრუნველყოფის საკითხსაც მოაგვარებს. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 11:56 |






