პარლამენტის ბიუროს სხდომა
ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 13:42

საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტს I მოსმენით პარლამენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავს, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა ჩატარდება, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუსფაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ, 19 მარტს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების არანაირი საჭიროება არ არსებობს. „იმის გასარკვევად საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის, უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე, ჩემი პასუხია, და ეს არ არის პოლიტიკური პასუხი, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული პასუხი, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავა. კითხვაზე რამდენი ხმა არის საჭირო, განვმარტავ, უმრავლესობა არ ითხოვს მხარდაჭერას, უმრავლესობა უმცირესობას სთავაზობს თანამონაწილეობას ამ პროცესში იმისათვის, რომ პარლამენტმა დაიბრუნოს მისთვის კუთვნილი უფლება, მისი კუთვნილი ძალაუფლება, მთავრობასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის 147 წევრიდან საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ჭირდება მინიმუმ ასი ხმა, უმცირესობაში ირიცხება პარლამენტის 53 წევრი, ამიტომ კითხვაზე რამდენი ხმა არის საჭირო უმცირესობიდან, პასუხი ასეთია - ორმოცდაცამეტი“ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ხვალ პარლამენტი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რადგან უმრავლესობა არ ითხოვს მხარდაჭერას, ეს არის სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც გზას ხსნის სხვა სწორი გადაწყვეტილებებისა და ნორმალური პოლიტიკური ვითარების შექმნისკენ.
საპარლამაენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით ოპოზიცია მზადაა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა მას მიაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა. „მივესალმები თქვენი გამოსვლის ტონალობას და შინაარსს და იმედი მაქვს, რომ აქედან გამომდინარე შევძლებთ ხვალ საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ამ საკითხს. ეს არ არის არც ძალის დემონსტრირება, არც კაპრიზი ჩვენი მხრიდან, ეს არის კონკრეტული გზა, რომელიც წერტილს დაუსვამს ამ თემას. თუ უმრავსლესობა ამ რიტორიკით გააგრძელებს ურთიერთობას ოპოზიციასთან, ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრ საკითხზე შეთანხმებას“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა ბიუროს წევრებს განუმარტა რა შემთხვევაში ტარდება სარეიტინგო კენჭისყრა და განაცხადა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მისი ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებოს.
ამის შემდეგ ბიუროს წევრება დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილეს. 

 
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 16:43
 
modules