|
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვენაში |
|
Friday, 01 March 2013 19:27 |
|
2013 წლის თებერვალში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 3-დღიანი ვიზიტით ვენაში გაემგზავრა. კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატები ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი ეუთოს ზამთრის სესიას დაესწრნენ. ასამბლეის სხდომაზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავდნენ. კონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებიც იქნება წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ქვეყნის დეოკუპაციისა და დევნილების დაბრუნების თემაზე გაამახვილებს ყურადღება.
|
|
Last Updated on Wednesday, 20 March 2013 20:15 |