| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა |
| პარასკევი, 15 მარტი 2013 17:03 |
|
"მაუწყებლობის შესახე“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომაზე განიხილეს. საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, თამარ კორძაია და საზოგადოებრივი სექტორის სხვა წარმომადგენლები არიან. საკანონმდებლო პროექტი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ტავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ წარმოადგინა. ელისო ჩაფიძის განმარტებით, კანონპროექტი სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესის შემოღებას ითვალისწინებს. წესდება მაუწყებლის ვალდებულება, მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება; ასევე წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები. ელისო ჩაფიძის თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესი. წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტს ასევე შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 10:07 |






