| ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი სხდომა |
| Tuesday, 19 March 2013 19:09 |
|
საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2013 წლის 18 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, დავით ებრალიძის განმარტებით, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები, წარმოადგენს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას. ქვეყნის საგარეო და ეკონომიკური პრიორიტეტების ათვალისწინებით კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი შეთანხმების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. |
| Last Updated on Thursday, 21 March 2013 10:14 |






