სხდომის ოქმი #10

  

  

                                                                                           საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა                                                                                                                                                                                                                              ოქმი 10

                                                                                                  6 მარტი  2013 წ.

                                                                                                 ქ. ქუთაისი

                                                                                                  1500 საათი           

                                                                                                   #8 დარბაზი

 

 სხდომის თავმჯდომარე:                                             დიმიტრი ხუნდაძე

                                                                                     (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                            

 ესწრებოდნენ:                                                  

 

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                    

კომიტეტის წევრები                                       

                                                                             კ. დავითაშვილი

                                                                             მ. წიკლაური

                                                                             გ. ხეჩინაშვილი

                                                                             გ. წერეთელი

                                                                             ზ. ჯაფარიძე

                                                                             ფ. ხალვაში

                                                                             კ. ოქრიაშვილი

                                                                             მ. წერეთელი

                                                                             კ. სუბელიანი

                                                                             გ. ფოფხაძე  

 

სხდომის დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   II - მოსმენა.

                                  მომხსენებელი:  დავით ლომიძე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  

2. საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის საკანონმდებლო ინიციატივა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  I - მოსმენა. 

                              მომხსენებელი:  ზურაბ ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი  

კომიტეტის სხდომა გახსნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი, შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით ლომიძეს - რომელმაც წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი

 „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   II - მოსმენა.

დავით ლომიძე:

სახელმწიფო სპეციალური წოდება, ან შესაბამისი სამხედრო სამსახური,  პირის ასაკი (65 წელს ზემოთ ან 65 წლამდე) და შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟი.

კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება შემდეგი წესით: 65 წელს ზემოთ დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის - 5-ზე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -15-ზე. კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოაღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80%-ს.

სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება ამავე პრინციპით განხორციელდება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. კერძოდ, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობით - ხომალდის მეთაურისათვის; საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის 20 წლის სტაჟზე დადგენილი ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე  საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა  თვითმფრინავებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის, ასევე ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა(მუშაკთა) არდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღები ოჯახებისათვის.  

კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. 

2. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა  საქართველოს პარლამენტის წევრს ზურაბ ტყემალაძეს, რომელმაც კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა  საკანონმდებლო ინიციატივა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .  

კანონპროექტის მიზანი -  კანონპროექტის მიღების მიზანია - ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18-ე, 25-ე, 30-ე და 77-ე მუხლების ხსენებულ ცვლილებებამდე არსებულ  ნორმებში დაბრუნება.  

 კანონპროექტის ძირითადი არსი - კანონპროექტით  ცვლილებები შედის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-18-ე, და 25-ე მუხლებში, რაც საშუალებას მისცემს პირს საჯარო სამსახურში მიღებისას წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო 30-ე და 77-ე მუხლებში განსახორციელებელი ცვლილებებით შესაძლებელი გახდება საჯარო მოხელე დაწინაურდეს თანამდებობრივად უკონკურსოდ.  

 

კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი პირველი   მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდმაზე

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო                                                          

                                             

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

  1. 1.კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 
  1. 2.კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა  საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის საკანონმდებლო ინიციატივას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 

 

 

 

                        დიმიტრი  ხუნდაძე  

                     კომიტეტის  თავმჯდომარე     

    

         სხდომის მდივანი:       ნანა  მეგრელიშვილი

 
modules