|
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა |
|
Thursday, 21 March 2013 12:41 |
|
ახალგაზრდული კავშირის წევრობისთვის ასაკობრივი შეზღუდვა იხსნება. ცვლილებების შესახებ, რომელიც „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.მოქმედი კანონმდებლობით, ახალგაზრდული კავშირის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი საერთო ნინტერესების მქონე, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაერთიანებული 26 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან. კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის განმარტებით, აღნიშნულის გაკონტროლება, ახალგაზრდული კავშირის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი ნამდვილად იყვნენ თუ არა 26 წლამდე ასაკის მქონე პირები, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მისივე თქმით, შეზღუდვის მოხსნით, ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, რომ გაწევრიანდეს ახალგაზრდულ კავშირში და მონაწილეობა მიიღოს სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრი ფაქტიურად ფორმალური სახით არსებობდა. კანონში შედის ცვლილება, რომლითაც შესაძლებელი გახდება ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლის ამოღება.
კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. |
|
Last Updated on Thursday, 21 March 2013 15:16 |