პარლამენტის ბიუროს სხდომა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 15:31

პარლამენტის 21-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. ბიუროს წევრები შეთანხმდენენ, რომ დღეს, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, კანონპროექტს „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ორგანული კანონის პროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

ბიურომ დაამტკიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, განიხილა აგრეთვე საორგანიზაციო საკითხები.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 16:39
 
modules