|
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
|
Thursday, 21 March 2013 16:10 |
|
ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე III მოსმენით განიხილა.
კანონპროექტი კომიტეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის, ასევე დაზვერვის სამსახურიდან დათხოვნილი პირებისათვის ახლებურად გადაანგარიშდება სახელმწიფო კომპენსაცია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპენსაციის გადაანგარიშება განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის, ასევე ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა) გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღები ოჯახებისათვის. კომიტეტმა მხარი დაუჭერა წარმოდგენილ პროექტს. |
|
Last Updated on Thursday, 21 March 2013 17:29 |