| საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა |
| პარასკევი, 22 მარტი 2013 12:18 |
|
"ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა. კანონში ცვლილებები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2012 წელს დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია და ადგილზე გამიჯვნა, დემარკაციის დროს ბევრი ნაკვეთი მიწის რეფორმის განხორციელების შედეგად კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა, კანონპროექტის თანახმად, მოხდა ტერიტორიის ჩანაცვლება, ტერიტორიის ჩანაცვლება გამოიწვია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ, ასევე განისაზღვრა იმ სოფლების ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენენ ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას და სადაც განსაზღვრულია გერმანიის სარეკონსტრუქციო საკრედიტო ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით გარკვეული სოციალური პროექტების განხორციელება. პროექტის თანახმად ხდება კანონიდან ზოგიერთი კანონქვემდებარე აქტის ამოღება. დოკუმენტი კომიტეტს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შალვა ამირეჯიბმა წარუდგინა. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 22 მარტი 2013 12:25 |






