იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პარასკევი, 22 მარტი 2013 12:22

iuridiuli 1

კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა. პარლამენტის 78 წევრის საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენისას შენიშვნები არ გამოთქმულა. შენიშვნები კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით არც კომიტეტის წევრებს ჰქონდათ დღევანდელ მუხლობრივ განხილვაზე. საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი სახით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. აღნიშნული კანონპროექტი ემსახურება მოქმედ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას, რომელიც ხელისუფლების განშტოებათა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების პრინციპის დარღვევას უკავშირდება. ამ კანონპროექტით შესაძლებელი ხდება ისეთი კონსტიტუციური მექანიზმის შემოღება, რომელიც ისეთი მთავრობის არსებობას უზრუნველყოფს, რომელსაც პარლამენტის მხარდაჭერა ექნება და რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის, ანუ ხალხის ნების უგულებელყოფის შესაძლებლობას არ მისცემს.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 22 მარტი 2013 13:57
 
modules