| დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გუბაზ სანიკიძეს ახალი ინიციატივით მიმარეს |
| პარასკევი, 22 მარტი 2013 16:56 |
|
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გუბაზ სანიკიძეს დღეს ქ. ათენში ქართული სკოლის დაარსების ინიციატივით მოქალაქე ნანა ტოხვაძემ მიმართა. ტოხვაძის განმარტებით, საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანია ქ. ათენსა და ქ. სალონიკში ქართული საშუალო სკოლის არსებობა, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებენ ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სტანდარტებზე მორგებული პროგრამით. მისივე თქმით, სკოლის დაფინანსებისთვის 150000 ლარია საჭირო, ხოლო მასწავლებელთა რესურსი საბერძნეთში მცხოვრები იმ ქართველი პედაგოგების ბაზაზე შეირჩევა, რომლებიც შესაბამის სასერტიფიკაციო ტრენინგებს გაივლიან. შეხვედრაზე ნანა ტოხვაძემ სკოლის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის საკითზე ისაუბრა და კომიტეტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო დონეზე მისი მოგვარება სთხოვა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ტოხვაძის ინიციატივა საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის შესახებ უახლოეს მომავალში ის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეთანხმებით, კანონპროექტს მოამზადებს. |
| ბოლოს განახლდა ორშაბათი, 25 მარტი 2013 13:58 |






