იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ორშაბათი, 25 მარტი 2013 13:06

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს.

სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებს რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ ჰქონდათ და ერთხმად დაუჭირეს მხარი კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
კომიტეტის სხდომას რამდენიმე წევრი არ ესწრებოდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, კომიტეტის სხდომების გაცდენისთვის პარლამენტის რეგლამენტი გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს და იგი მომავალში გეგმავს ამ სანქციების ამოქმედებას.
„მე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ დარღვევებზე“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებმა აუცილებლად უნდა დაიცვან პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები. ამავდროულად მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ნაყოფიერი შრომისათვის.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 25 მარტი 2013 15:11
 
modules