| თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა |
| ორშაბათი, 25 მარტი 2013 13:47 |
|
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონებში გასატარებელი ცვლილებები, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე II მოსმენით განიხილეს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები კომიტეტის წევრებს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ვეფხია გრიგალაშვილმა გააცნო. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან არსობრივი შენიშვნები არ გამოთქმულა. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც პარლამენტის წევრმა, ტარიელ ლონდარიძემ გამოთქვა, სახელწოდების შეცვლას უკავშირდებოდა. კერძოდ კი, მისი მოსაზრებით, ტერმინი „კონტრაქტი“ სასურველია „ხელშეკრულებით“ შეიცვალოს. პარლამენტის წევრის შენიშვნას კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილიც დაეთანხმა. |
| ბოლოს განახლდა ორშაბათი, 25 მარტი 2013 15:13 |






