| სხდომის ოქმი #12 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #12 2013 წლის 19 მარტი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (ადგილმონაცვლე - პ. ბარათაშვილი), გ. გელაშვილი (ადგილმონაცვლე - ზ. პაპუაშვილი), გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე (ადგილმონაცვლე - ო. ნიშნიანიძე), გ. ქავთარაძე, რ. შავლოხაშვილი, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გ. მიშელაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კ. ხუცაიძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ხ. ეჩანოვე - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. დღის წესრიგი
(მომხსენებელი: გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). I. მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზეზია ის, რომ სახელმწიფო სოფლის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისათვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და ხელს უწყობს მათ შექმნასა და განვითარებას. წარმოდგენილი კანონპროექტით უზრუნველყოფილია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონიტორინგის და საქმიანობის საკითხები. პროექტი ქმნის გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ხელისშემწყობ პირობებს. თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია გადასახადებისა და სხვა შეღავათების დაწესება, რაც ხელ შეუწყობს მიწის ბაზრის შექმნასა და წვრილი სოფლის მეურნეობების გამსხვილებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტით დადგენილ პოლიტიკაში გათვალისწინებულია სახელმწიფოს მხრიდან იაფ კრედიტებზე წვდომის შესაძლებლობების გამარტივებაც. პროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტების შემუშავება; დაამტკიცოს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი“ და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი“. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობა და ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. კანონი ადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების დადგენის შესაძლებლობას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის მიღების მიზეზია სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა კოოპერატივებისათვის ხელშეწყობა და სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. კანონპროექტის შესაბამისად, „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილება, შესაძლებლობას იძლევა კოოპერატივის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით ჩამოყალიბდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივები. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით შესაძლებელი გახდება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე (რომლებსაც აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვთ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართვლოს კანონის შესაბამისად, და რომლებიც გრანტის სახით მიიღებენ მიზნობრივ სახსრებს ფულადი, ნატურალური ან/და მომსახურების გაწევის ფორმით) გავრცელდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო შეღავათები. /აღნიშნული პროექტები ოქმს თან ერთვის/. ა აზრი გამოთქვეს: გ. მიშელაძემ, გ. გოზალიშვილმა, დ. შერვაშიძემ, ხ. ეჩანოვემ, გ. სამხარაულმა, ვ. ლემონჯავამ, ვ. ჩიტაშვილმა და სხვ., რომლებმაც დეტალურად, მუხლობრივად განიხილეს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. გ გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“) საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი წარდგენა საქართველოს პარლამენტის ბიუროს წინაშე საკანონმდებლო პროცედურების დაწყებისათვის.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






