|
agrarul sakiTxTa komitetis sxdomis
oqmi #13
2013 წლის 21 მარტი
სხდომiს თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გ. გელაშვილი გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა,
დ. ლორთქიფანიძე, გ. ქავთარაძე, რ. შავლოხაშვილი, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე , ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი, ნ. ჯანაშია.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.
მოწვეული სტუმრები: დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, კ. ხუცაიძე, ვ. კირტავა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ნ. ებანოიძე, კ. კოპალიანი,
მ. წერეთელი - საქართველოს პარლამენტის წევრები.
დღის წესრიგი
- 1.ინფორმაციები:
ა. სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;
ბ. სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის განახლების შესახებ;
გ. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია - მოდერნიზაციის შესახებ.
(მომხსენებელი: დავით შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე).
I.მოისმინეს:
დ. შერვაშიძის ინფორმაცია სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელება დაიწყო 2013 წლის 11 თებერვალს. პროექტის მიხედვით, ფერმერებს ადაეცემათ ორი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბარათი: კომბინირებული ბარათი - ნიადაგის ხვნის და ხნულის დადისკვის მომსახურების მისაღებად და ნომინალური ბარათი - სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების და ინვენტარის შესაძენად.
20 მარტის მდგომარებით კომბინირებული ბარათები დარიგებულია კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. კომბინირებული ბარათები დღეის მდგომარეობით რიგდება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.
25 მარტიდან დარიგდება სამცხე-ჯავახეთში.
25 მარტიდან დარიგდება ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
ნომინალური ბარათების გამოხატულება თანხობრივად: 115 000 000 ლარი
ნომინალური ბარათები დარიგებულია კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა მთიანეთში.
დღეის მდგომარეობით ბარათები რიგდება იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში (გარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
თვის ბოლომდე ბარათები დარიგდება სრულად.
გარდა აღნიშნული პირველადი მონაცემებისა, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და
მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან შემოსულია დამატებითი სიები, იმ ბენეფიციარების მონაცემები,
რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ მოხვდნენ პირველად სიებში. სულ: 63 000 მდე ბენეფიციარი. ზემოაღნიშნულ რეგიონებში
დამატებითი ბარათების მიღება დასრულებულია.
სხვა რეგიონებს ჯერ აქვთ ვადა დამატებით სიების წარმოდგენასთან დაკავშირებით.
დარიგდა 560 494 ბარათი, მიიღო 280 247, საიდანაც უკან დაბრუნდა ნომინალურზე გადასაცვლელად 124 717 ცალი კომბინირებული ბარათი.
დღეის მდგომარეობით კერძო სექტორის და მექანიზატორის მიერ მოხნულია 65 000 ჰა-მდე,
ხოლო სავაჭრო ქსელის მიერ განაღდებულია 7 000 000 ლარამდე.
კ. ხუცაიძის ინფორმაცია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის განახლების შესახებ. მან აღნიშნა
, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეალურად სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარებისთვის
და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე, აგროსერვის-ცენტრებისა და ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების შექმნის მიმართულებით მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო 2010 წლიდან, შეიქმნა სახელმწიფო კომპანია
შპს „მექანიზატორი“, რომლის კაპიტალით განისაზღვრა 38,697,890 მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა:
დაახლოებით 150 ერთეული ტრაქტორი, 41 ერთეული კომბაინი და 844 სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო აგრეგატი.
2011-2012 წლებში საქართველოს მთავრობის დაფინანასებით განხორციელდა 113,014,520 ლარის ღირებულების ტექნიკის შეძენა. შეძენილი იქნა 607 ტრაქტორი, 50 კომბაინი, 1943 სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების აგრეგატი და 26 ერთეული სპეც.ტექნიკა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის ტექნიკის შეძენა 2013 წელსაც გაგრძელდა და ამ დროისთვის შესყიდულია 53,759,580 ლარის ღირებულების ტექნიკა. შეძენილ იქნა 314 ტრაქტორი, 1449 აგრეგატი, 1700 მოტობლოკი და 2000 მექანიკური სათესი. ნაწილი ტექნიკის ჩამოსულია დადანარჩენი ტექნიკის ნაწილის ჩამოსვლა მოხდება უახლოეს მომავალში საგაზაფხულო სამუშაოების დასრულებამდე. აღნიშნული ტექნიკის შეძენა მოხდა საგაზაფხულო სამუშაოების გამართულად და ეფექტურად ჩატარების მიზნით.
|
2013 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის სია შემდეგი სახისაა: 1071 ტრაქტორი, 91 კომბაინი, 4250-მდე ერთეული სხვადასხვა სახის აგრეგატი, 26 ერთეული სპეც.ტექნიკა, 1700 მოტობლოკი და 2000 ხელის მექანიკური სათესი.
|
|
2013 წელს ასევე დაგეგმილია 9,693,625 ლარის ღირებულების ტექნიკის შეძენა, რომლებიც განკუთვნილი იქნება საშემოდგომო სამუშაოებისთვის. გეგმაშია 429 ერთეული სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შეძენა, მათ შორის (გუთნები, კარტოფილის სათესები, არხის გამთხრელები, ქვის ამკრეფები და ა.შ).
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ წლებთან მიმართებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის შესაძენი თანხები
იზრდება. 2013 წელს მთლიანად დაიხარჯება 63,453,200 ლარი.
ვ. კირტავას ინფორმაცია სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია - მოდერნიზაციის შესახებ. მან ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის 2013 წლის გეგმის პროექტის თაობაზე, რომლის სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის.
აზრი გამოთქვეს:
- 1.გ. აგულაშვილი: მინდა მივმართო სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხოვნით. იქნებ
აღწეროთ სრულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენი ამხანაგობაა, რა სახის და ნომინალური ღირებულების ტექნიკა გადაეცათ მათ,
- დღეს რა მდგომარეობა გვაქვს, მათგან რამდენია გამართული, ავარიული?
- 2.რ. ხალვაში: მოგეხსენებათ აჭარაში მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე,
დიდი სავარგულებია დარჩენილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. ფაქტიურად, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, იქამდე ვერ აღწევს. ეს ეხება განსაკუთრებით ჩაის პლანტაციებს. ფართობები არის გატყევებული, მიტოვებული. რაც შეეხება, ბარათების საკითხს
- ხელვაჩაურის რაიონში. როდესაც სიები გაკეთდა, გაკეთდა იმათთვის, ვინც დარეგისტრირებული
იყო თავის დროზე, შემდეგ ცდომილებები მოხდა. შესაბამისად, ეს საკითხი ჰაერში დარჩა გამოკიდებული. სასუქები დაშხამ-ქიმიკატები, გაძვირებულია და 100-150 ლარი უწევს ჰექტარზე. ეს მხარე სუბტროპიკული ზოლია, სპეციფიკურია დმეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო.
- 3.დ. შერვაშიძე: მინდა დავაზუსტო, საშემოდგომო სამუშაოები, რატომ იქნა ბევრ რაიონში შესრულებული.
- 1 ოქტომბრისშემდეგ ბევრმა ადამიანმა იცოდა იმის შესახებ, რომ დიდი საგაზაფხულო პროგრამა მზადდებოდა.
მათ წინასწარ დაიწყეს თავისი ნაკვეთების დამუშავება. ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რიგი ფართობები აგროვადებში იქნა მოხნული. რაც შეეხება სიებს, დღეს საღამოსაც შევიკრიბებით, დავთქვამთ გარკვეულ ვადას, რომლის შემდეგაც დამატებით ინფორმაციებს აღარ მივიღებთ. მესამე წრეზე წავედით უკვე. ეს პროცესი დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს.
- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, არცერთი ადამიანი, რომელიც რეალურად ფლობს მიწის ნაკვეთს,
არ დარჩეს საგაზაფხულო პროგრამის მიღმა.
- 4.გ. აგულაშვილი: მე მაქვს ერთი კომენტარი. ამ ტიპის და მასშტაბის პირველი ღონისძიებაა ქვეყანაში, შესაბამისად,
არ ველოდებოდი, რომ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. მგონი, არც თქვენ გქონდათ ამისი მოლოდინი. მით უმეტეს, მიწის საკუთრების პრობლემები არსებობს. ვიზიარებ პოზიციას, რომ არის ხარვეზები, რომლებიც ასატანია, მაგრამ არის ხარვეზები, განსაკუთრებით კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც გამოსასწორებელია.
- კითხვის ნიშნები არსებობს და პასუხების გაცემა აუცილებელია. ის ადამიანები, რომლებიც დაინიშნენ საკონსულტაციო
ცენტრის თანამშრომლებად, მეტი აქტიურობით უნდა ჩაერთონ პროცესებში. ასევე, დიდი ხანია ვითხოვ სამახსოვროებს, რომლებიც მინდა გადავცე მაჟორიტარებს, სხვა დეპუტატებს, ვისაც ხალხთან აქვთ ურთიერთობა, რაც დღემდე არ მიმიღია. მეორე: საგაზაფხულო სამუშაოები დაახლოებით 1 თვეში ამოიწურება. თუ კომიტეტის წევრები თანახმა იქნებით, ერთი თვის თავზე, ან ცოტა მეტი ვადა მივცეთ, დავგეგმოთ შეხვედრა და უკვე გავაანალიზოთ,
- რა შედეგები მივიღეთ, რა დიზაინი მოგვცა ამ პროცესებმა, რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ, როგორ აღმოვფხვრათ
ხარვეზები და გავაუმჯობესოთ პროცესი.
- 5.დ. ლორთქიფანიძე: მაინტერესებს სასოფლო-სამეურნეო საწარმოების თემა. რა ფაზაშია მოლაპარაკება სამინისტროსა
და ბანკებს შორის და როდის გამოცხადდება ეს ბანკები, რომ მეწარმეებს რეალურად მიეცეთ საშუალება, დაიწყონ თავისი საქმიანობა. მეორე, პიარის კუთხით, ჩვენ რომ რაღაცას ვაკლებთ, ფაქტია. მაგ: ვანში ვრცელდება
- ინფორმაციები, რომ ბარათები არ აიღონ, რადგან სექტემბერ-ოქტომბერში მოსთხოვენ ამ ბარათების განაღდებას.
- ეს რომ დამთავრდეს, საჭიროა ჩემი აზრით, ხალხის მეტი ინფორმირებულობა.
- 6.დ. შერვაშიძე: გთხოვთ, რომ აპრილის ბოლოსთვის მოგვცეთ საშუალება შემაჯამებელი ინფორმაცია წარმოგიდგინოთ
აღნიშნულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ არ გვეხება მიწის რეგისტრაციის საკითხი, უშუალოდ ჩართულები ვართ ამ პროცესებში. სავარაუდოდ, ერთი კვირის ვადაში გვექნება გაწერილი პროცედურები ჩვენს კოლეგა სამინისტროსთან ერთად იმ ღონისძიებების შესახებ, რაზეც თქვენ ბრძანეთ და ჩაგაყენებთ საქმის
- კურსში. რაც შეეხება ინფორმირებულობას, ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ცუდად იქცევა დღესაც, მალავს ამ ინფორმაციას.
- გაზეთების წესით 5000-ზე მეტი გვაქვს დაგზავნილი რაიონებში, საკრებულოებში გამოვაკარით წესები. იყო შემთხვევები,
როდესაც ჩამოხიეს. ზოგი სხვა ინფორმაციებს ავრცელებდა და ა.შ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ.
- გპირდებით, განაწილების წესს, სადაც პრაქტიკულად ახსნილია ყველაფერი, გამოგიგზავნით. დათო ლორთქიფანიძის კითხვაზე:
- გუშინ ხელი მოაწერა სამმა ბანკმა, დღეს ხელს აწერს კიდევ 3, შემდეგი კვირის სამშაბათს დაგეგმილია დიდი ღონისძიება,
სადაც ოფიციალურად იქნება გაცხადებული ამის შესახებ და დაიწყება შესაბამისი ბიზნეს-გეგმების მიღება. თვის ბოლოს
- შეიძლება დაფინანსებებიც დაიწყოს.
- 7.ვ. ლემონჯავა: მინდა დავაფიქსირო, რომ ღონისძიებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის რეალური შედეგების მომტანი.
საქართველოში სოფლის მეურნეობა დიდი ხნის განმავლობაში სტაგნაციაში იყო. საგაზაფხულო სამუშაოები, რა სახითაც
- ხორციელდება, არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც უნდა იყოს ერთ კომპლექსში მოაზრებული: საგაზახფულო სამუშაოები,
ახალი სტრუქტურები, რომლებიც მალე სიცოცხლეს შეიძენს კოოპერატივების სახით, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს კიდევ ახალი ნაბიჯები და პერსპექტივაში 5 წელი მაინც დაჭირდება ენერგიული სვლით სოფლის მეურნეობამ, რაღაცა ფორმა რომ მიიღოს. ყველა ადამიანმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ნორმალური პროცესების განვითარებას. ვეთანხმები იმას, რომ სასწრაფოდ სამართლებრივი საკითხები დასალაგებელია. უნდა გაჩნდეს მიწის ბაზარი, საკუთრების ფორმები სოფლის მეურნეობაში, ახალი საწარმოები, ინტენსიურად არის ჩასატარებელი სამუშაო სხვადასხვა სტრუქტურებთან, რომ მოწესრიგდეს ყველაფერი.
- 8.გ. აგულაშვილი: კარგი იქნებოდა მიმეღო დეტალური ინფორმაცია მექანიზაციაზე, რენტაბელობის თაობაზე, შექმნიდან
დღემდე. სამელიორაციო ასოციაციებისა და საძოვრების გაწყლოვანების სისტემათა ასოციაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის გადაცემა როგორ და რა ფორმით მოხდა, მოგვაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. კარგია მოვისმინოთ, რა შევასრულეთ, მაგრამ მინდა ვილაპარაკოთ გეგმაზე, სად მივდივართ, რა გვინდა, რა შედეგებს უნდა მივაღწიოთ გრძელვადიან პერსპექტივაში,
- რა ხედვები გვაქვს, რა დარგი, როგორ უნდა განვითარდეს? უნდა გვქონდეს ნათელი სურათი, გავაკეთოთ ამისი ანალიზი
და შეფასება.
იქნებ ასე შევთანხმდეთ: კითხვები, რაც იყო მოგვაწოდეთ კომიტეტის წევრებმა, არაწევრებმა, დაინტერესებულმა პირებმა. ჩვენ გადავუგზავნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაველოდებით პასუხებს და მოგაწვდით ინფორმაციებს. კარგი იქნება, მუშაობის ასეთი ფორმატი დავნერგოთ, და მეორე: სამინისტროს ვთხოვ, წერილობით მოგვაწოდოთ ვრცელი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. უახლოეს მომავალში, ალბათ აპრილის ბოლოს,
იქნება შეხვედრის დაგეგმვის აუცილებლობა და უკვე ანალიტიკაზე ვიფიქროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნებით, ცნობად მიიღო ინფორმაციები - „სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის“; „სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის განახლების“ და „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია - მოდერნიზაციის“ შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|