| პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ორშაბათი, 25 მარტი 2013 18:44 |
|
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 3-5 აპრილის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც 6 კანონპროექტით არის წარმოდგენილი. დღესვე, ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დაარეგისტრირდა. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენლის, ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ჯგუფში ფრაქციების გარდა მოწვეულნი არიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები. მისივე თქმით, ჯგუფში მუშაობის სურვილი არაკვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმაც - 3 პარტიამ გამოთქვა. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ინტერფრაქციული ჯგუფის პირველ სხდომაზე ჯგუფის წევრებმა მუშაობის ფორმა შეარჩიეს და საკითხების ნუსხა განსაზღვრეს. „ ჩვენ ორმოცივე სუბიექტს გადავუგზავნეთ თხოვნა, წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები რიგითობის მიხედვით იმისათვის, რომ დროულად მოხდეს მათი შეჯერება“ ,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის ანი მიროტაძის განცხადება გაახმოვანა, რომელიც დეპუტატებს, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის ბანკში დონორობას სთავაზობს. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 28 მარტი 2013 13:01 |






