სხდომის ოქმი #24

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

სხდომის ოქმი

N24

21 მარტი 2013  წელი

11. საათი

(კომიეტეტის სათათბირო ოთახი N8 )

 

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე,  შოთა მალაშხია, მარიამ ქაჯაია, ზურაბ ტყემალაძე,
გოგი ლიპარტელიანი და მალხაზ ვახტანგიშვილის ადგილმონაცვლე თემურ მაისურაძე.

სხდომაზე მოწვეულები:  ელისო ჩაფიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ვაშაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 12 წევრის  დასწრებით. 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

  1. 1.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის III მოსმენით განხილვა;
    /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/
  2. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტიIII

                                                                          /მომხსენებელი: ბიძინა გუჯაბიძე/

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტიIII

                                                                                               / მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიIII მოსმენით განხილვა.

/ მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/

  1. 5.საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა

                                                                                                      /მომხსენებელი: ელისო ჩაფიძე/

  1. 6.საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ვოტების განსაზღვრა.

                                                                                                 /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/  

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად  დაამტკიცეს დღის წესრიგი 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტის III მოსმენით განხილვა

მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტით მესამე მოსმენისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით  წარმოდგენილი არ ყოფილა.

        მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  კანონპროექტის  მიღების მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მუხლებში არსებული წინააღმდეგობის აღმოფხვრა; კერძოდ - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო. შესაბამისად აღნიშნული ფუნქციის ამოღება ხდება 107-ე მუხლიდან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებიდან და მისი დამატება ხდება 117-ე მუხლში - საქართველოს პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებებში. 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებრეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  III  მოსმენით  განხილვისათვის;

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3. კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად

   /დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/ 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის III  მოსმენით განხილვა; 

მოისმინეს: ბიძინა გუჯაბიძის მოხსენება.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მესამე მოსმენისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით  წარმოდგენილი არ ყოფილა.

     მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინიციატივა შეეხებოდა    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-5  მუხლის მე-8 პუნქტის ცვლილებას, რომლის თანახმადაც: „სხდომათა დარბაზში მყოფი პირის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული“ 

აზრი გამოთქვეს:

მარიამ საჯაიამ აღნიშნა, რომ ის  ზოგადად წინააღმდეგია ჩაცმულობის ნებისმიერი სახით რეგულაციის, ვინაიდან მისი აზრით, თუ პარლამენტის წევრს არ აქვს ჩაცმის კულტურა, მაშინ ის არც უნდა იყოს პარლამენტის წევრი. 

გადაწყვიტეს:

1.  სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის  გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   III  მოსმენით განხილვისათვის;

2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3. კომიტეტის დასკვნა და შესწორებული კანონპროექტი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად. 

     /დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/ 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის III  მოსმენით განხილვა 

მოისმინეს: ზურაბ ტყემალაძის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის    რეგლამენტით მესამე მოსმენისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით  წარმოდგენილი არ ყოფილა.

          მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინიციატივის თანახმად     საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს დაემატება 541 მუხლი, რომლის თანახმადაც:

      „1. კომიტეტებთან შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე

          2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს საჭიროების მიხედვით იწვევს კომიტეტი. შეიძლება ჩატარდეს კომიტეტისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა“

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1.   საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  III  მოსმენით  განხილვისათვის;

2.     პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.  კომიტეტის დასკვნა და შესწორებული კანონპროექტი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად. 

        /დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/   

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიIII მოსმენით განხილვა.           

მოისმინეს:  ზურაბ ტყემალაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტში გათვალისწინებული იქნა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის გამოთქმული შენიშვნები, რომელიც შეეხებოდა ნარკოლოგიურ შემოწმებას. 

აზრი გამოთქვეს:

ირინე იმერლიშვილმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებზე, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა სამსახურში მიღებისას უნდა წარადგინონ ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა. ამასთან ის თანამდებობის პირები, რომლებიც აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლისას უკვე არიან დანიშნული/არჩეული შესაბამის თანამდებობებზე, ცვლილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ვალდებულნი არიან გაიარონ შემოწმება აღნიშნული წესით.

გარდა ამისა, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახუროის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მოხელეები თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ ასევე „სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში“,  თუმცა აღნიშნული ცვლილებით ღიად რჩება საკითხი იმ  მოხელეთა მიმართ, რომლებმაც იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში შესაძლოა დაიკავონ არა უფრო მაღალი, არამედ იგივე თანამდებობა. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს უნდა დაემატოს თ) ქვეპუნქტი, რომელიც საშუალებას მისცემს მოხელეებს ასეთი ჰორიზონტალური გადაადგილების შემთხვევაში თანამდებობაზე დაინიშნონ კონკურსის გარეშე. ამასთან, ამგრავი დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მოხელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო წარდგენის უფლება აქვს დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც ხდება ამ მოხელის გადაყვანა. 

აზრი გამოთქვეს აგრეთვე: თემურ მაისურაძემ და ნინო გოგუაძემ. 

აკითხის ინიციატორი და კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებს, რომლებიც წარმოადგინა სხდომის თავმჯდომარემ და მათ ასახვას კანონპროექტში. 

გადაწყვიტეს: 

1. კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებების  გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  III მოსმენით განხილვისათვის;

2.   პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.  კომიტეტის დასკვნა და შესწორებული კანონპროექტი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად. 

       /დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/ 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს კანონის პროექტის - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა                                                                                                     

მოისმინეს: ელისო ჩაფიძის მოხსენება, რომლის თანახმადაც  წარმოდგენილი კანონპოექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მედია მდგომარეობის გაუმჯობესება.  კანონპროექტით წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კონკრეტული წინადადებები.  კანონპროექტის მიღების დამატებით მიზეზს წარმოადგენს მედიის პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლება, რაც კანონპროექტის ავტორებს შეუძლებლად მიაჩნიათ მედია საშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების გარეშე. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის რეფორმირება.

        როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობისათვის აუცილებელია მისი ძირეული რეფორმირება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სტატუსის განსაზღვრა პრინციპით „ერთი ქვეყანა - ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი“. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო მაუწყებელი. ამავდროულად, უნდა  შემუშავდეს მისი გარდაქმნის ისეთი ფორმა, რომელიც გაითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებს.

        არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რამდენად ხარვეზიანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოების შერჩევის წესი.  კანდიდატთა წარდგენის პროცესში დაინტერესებული ჯგუფები ვერ მონაწილეობენ. კანონპროექტის წარმოდგენის მიზეზია სამეურვეო საბჭოს შექმნის პროცესში დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. 

         ამრიგად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და გამოასწოროს მდგომარეობა ზემოთ ჩამოვლილ პრობლემებთან დაკავშირებით - აღიკვეთოს სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსების ბოროტად გამოყენება; მედია პლურალიზმის ხელშეწყობა; აგრეთვე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად და არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში განსაკუთრებული სტატუსით მისი ჩართვა, ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით.  ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების ისეთი სამართლებრივი მექანიმზების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების მაქსიმალურ ჩართვას პროცესში.

კანონპროექტის ცვლილებების არსი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ სამეურვეო საბჭო გახდეს უფრო ეფექტიანი, უნდა შეიცვალოს მისი ფორმირებისა და პასუხისმგებლობის წესები. სამეურვეო საბჭოს რაოდენობა მცირდება 9 წევრამდე. საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, შეარჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისათვის საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომელშიც შევლენ დარგის სპეციალისტები. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე წარედგინება არანაკლებ სამი კანდიდატი. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს 3 წევრს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორე სამ წევრს – პარალმენტის დანარჩენი წევრები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი წევრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დარჩენილ 2 კანდიდატს ირჩევს სახალხო დამცველი და ამ კანდიდატებს არ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

აზრი გამოთქვეს:

დავით საყვარელიძემ სამეურვეო საბჭოს წევრების სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენასთან დაკავშირებით;

მარიამ საჯაიამ სამეურვეო საბჭოს წევრების სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენასთან დაკავშირებით, აგრეთვე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთის ის ქვეყნები, რომლებიც დასახელებულია ამგვარი რეგულაციის შემოტანის მაგალითებად, გამოირჩევიან  სახალხო დამცველის ინსტიტუციისადმი ძალიან  მაღალი ნდობის ხარისხით.  

ზურაბ ტყემალაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მისი შექმნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; 

ნინო გოგოუაძემ საზოგადოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრთა კანდიდატების დასახელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით 

გიორგი ვაშაძემ ნაცვლად სახალხო დამცველისა თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამეურვეო საბჭოს 3 წევრის დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით 

ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და საკითხის ინიციატორს, აგრეთვე კომიტეტის წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ კანონპროექტში არსებული მთელი რიგი პროცედურული ხარვეზების გასწორების, აგრეთვე სხვადასხვა მოსაზრებების საბოლოო ჩამოყალიბების მიზნით,  წამყვანი კომიტეტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის განხილვამდე ჩატარებულიყო სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 

საკითხის ინიციატორი და კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და შეთანხმდნენ ერთობლივი სხდომის ჩატარების  თარიღზე (2013 წლის 4 აპრილი) 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში  ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ვოტების განსაზღვრა 

მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები შემდეგი სახით|: 

          დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა - 12 წევრი;

          ფრაქცია „ქართული ოცნება“ - 2 წევრი;

          ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ - 1 წევრი;

          ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ - 1 წევრი;

          ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორები 1 წევრი;

          ფრაქცია ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი1 წევრი;

          ფრაქციერთიანი ნაციონალური მოძრაობა- 2 წევრი;

          ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები - 1 წევრი;

          ფრაქცინაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარები - 1 წევრი;

          ფრაქციუპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები - 1 წევრი;

          უფრაქციო დეპუტატები - 1 წევრი; 

გადაწყვიტეს:

        საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს   საპროცედურო საკითხთა

         და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე

           /დასკვნა და კვოტები თან ერთვის/

 

 

 

      კომიტეტის თავმჯდომარე                                           

 

 

            ირინე იმერლიშვილი

   

    კომიტეტის  აპარატის                                     

            უფროსი

                                                                          მდინარა დოხნაძე

 

 

 

 
modules